ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის პირობებში, როდესაც დასაქმებისა და შემოსავლის მიღების შესაძლებლობები მკვეთრად მცირდება, ადგილობრივი მეწარმეობის განვითარება და მხარდაჭერა გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგრადობის გასამყარებლად. კრიზისის დაძლევისა და ეკონომიკური აღდგენის მხარდაჭერის მიზნით, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ადგილობრივ მეწარმეებს საქართველოს ოთხ რეგიონში დაეხმარება.

აღნიშნული მხარდაჭერა, რომელიც 700,000 აშშ დოლარს აჭარბებს, რეგიონული და ადგილობრივი განვითარების მასშტაბური პროგრამის ნაწილია, რომელიც საქართველოს მთავრობის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით ხორციელდება.

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში გამართული ვიზიტის დროს, UNDP-ისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ქვემო ქართლში განხორციელებულ პროექტებს  გაეცნენ.

“საქართველოს რეგიონები პანდემიის შემდგომი ტალღისთვის ემზადებიან. ამ ვითარებაში, ადგილობრივი ეკონომიკური ინიციატივების განხორციელება უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ ადამიანებმა კრიზისის დაძლევა შეძლონ“, - განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელმა, ლუიზა ვინტონმა. “ჩვენ ვთანამშრომლობთ ადგილობრივ თვითმმართველობასთან, ბიზნესსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა წვლილი შევიტანოთ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაში და ხელი შევუწყოთ მოსახლეობის მდგრადობის გაზრდას.“

“საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას და ამ მიმართულებით განხორციელებულ კონკრეტულ პროექტებს, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე პანდემიის უარყოფითი ზეგავლენის დასაძლევად ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებს ამყარებს“, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა. „მსგავსი ინიციატივების წყალობით იზრდება რეგიონების როგორც ეკონომიკური პოტენციალი, ისე მოსახლეობის ცხოვრების დონე.“

ბოლნისში ყოფნისას, ლუიზა ვინტონმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც მუნიციპალიტეტი გამოჩენილი ქართველი მწერლისა და მოღვაწის, სულხან-საბა ორბელიანის მშობლიურ სოფელ ტანძიაში ტურისტულ ინფრასტრუქტურას განავითარებს. UNDP-ის დახმარება ამ პროექტის მიმართ 60,000 აშშ დოლარს შეადგენს.

ვიზიტი გაგრძელდა მარნეულში, სადაც ლუიზა ვინტონი და მზია გიორგობიანი ოცდაექვს ქალ მეწარმეს შეხვდნენ და UNDP-ის მხარდაჭერით შექმნილი ქალ მეწარმეთა ქსელის საქმიანობას გაეცნენ. გარდა ამისა, გაიმართა შეხვედრა 18 ადგილობრივ მეწარმესთან, რომელთაც UNDP ბიზნესის განვითარებაში დაეხმარა.

ამ დრომდე, UNDP-ის, შვეიცარიისა და ავსტრიის ხელშეწყობით საქართველოს ათმა მუნიციპალიტეტმა ისარგებლა. მიღებული დახმარება, რომელიც ჯამში 320,000 აშშ დოლარს შეადგენს, განკუთვნილია ადგილობრივი მეწარმეობის, ტრადიციული რეწვის, ფერმერობისა და ტურიზმის მხარდასაჭერად. დახმარების გაცემა განხორციელდა მუნიციპალიტეტების პირდაპირი დაფინანსების გზით, რომელიც UNDP-მ შარშან შემოიღო. ეკონომიკური ინიციატივების განხორციელებაში ასევე ჩაერთო შვიდი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთაც ჯამში 390,000 აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსება მიიღეს, რის შედეგადაც დახმარების საერთო თანხა 700,000 აშშ დოლარს გასცდა.

“შვეიცარია საქართველოს უცვლელი პარტნიორია რეგიონული და ადგილობრივი განვითარების სფეროში“, - აღნიშნა სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონულმა დირექტორმა დანიელ მევლიმ. “ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ბიზნესთან, ადგილობრივ თემებსა და არასამთავრობო სექტორთან, რათა მდგრად და საყოველთაო განვითარებას შევუწყოთ ხელი“.

“ადგილობრივი ინიციატივები მოსახლეობის მისწრაფებებს ასახავს და ამ მხრივ, გადამწყვეტია მდგრადი განვითარების წარმატებისთვის“, - განაცხადა ავსტრიის განვითარების სააგენტოს საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ალექსანდრე კარნერმა. “მოხარულები ვართ, რომ ავსტრიის  გამოცდილებაზე დაყრდნობით, ხელს ვუწყობთ საქართველოში მდგრად ადგილობრივ განვითარებას.  ასევე გვეამაყება და მადლობლები ვართ, რომ შეგვიძლია დავეხმაროთ ჩვენს პარტნიორ ქვეყანას ისეთი პოლიტიკის შემუშავებაში და კონკრეტული ზომების გატარებაში, რომლებიც საქართველოს რეგიონების შთამბეჭდავი პოტენციალის ათვისებას წაადგება“.

ადგილობრივი ეკონომიკური ინიციატივების მხარდაჭერა 2020 წლის ბოლომდე გაგრძელდება. პროგრამა საქართველოს ოთხ რეგიონში ხორციელდება - რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სავანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, გურია და ქვემო ქართლი, ხოლო მისი შედეგებით ადილობრივი მაცხოვრებლები, ბიზნესები და სათემო გაერთიანებები სარგებლობენ.

საკონტაქტო ინფორმაცია

Slide
ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP
Slide
ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP
Slide
ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP
Slide
ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP
Slide
ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP
Icon of SDG 01 Icon of SDG 16

დამატებითი ინფორმაცია

ჩატვირთვა…
ჩატვირთვა…
ჩატვირთვა…
ჩატვირთვა…

UNDP მსოფლიო

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი

ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი