კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე, ბიზნესში შექმნილი ვითარების ანალიტიკური შეფასება დაეხმარება ქართულ კომპანიებს სწორად შეაფასონ, როგორც არსებული გამოწვევები, ასევე სამომავლო შესაძლებლობები, და კრიზისიდან გამოსვლის გზები დასახონ. ამის გათვალისწინებით, ევროკავშირმა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) დღეს გამოაქვეყნეს მაისში ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელშიც ასახულია პანდემიის გავლენა შესაფუთი მასალების მიწოდების ჯაჭვის ბიზნესებზე და მოცემულია შესაბამისი რეკომენდაციები კრიზისის დასაძლევად.

„ევროკავშირი ხელს უწყობს პანდემიის შედეგად დაზარალებული ეკონომიკისა და ბიზნესის აღდგენას“, - განაცხადა ვინსენტ რეიმ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსმა. „ჩვენ ვთანამშრომლობთ რამდენიმე პერსპექტიულ ბიზნეს სექტორთან, მათ შორის, შესაფუთი მასალის მიწოდების ჯაჭვთან. სექტორში შექმნილი ვითარებისა და მიმდინარე მოვლენების გააზრება აუცილებელია მისი კრიზისიდან გამოსვლისთვის და სამუშაო ადგილების შენარჩუნებისთვის. ევროკავშირის დახმარება ხელს უწყობს მწვანე და ინოვაციური აღდგენის პროცესს, წრიული ეკონომიკის პრინციპების გათვალისწინებით. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნარჩენებისა და დახარჯული რესურსების მინიმუმამდე შემცირება, რაც უზრუნველყოფს პროდუქტის განახლებადი გამოყენების შესაძლებლობას, მას შემდეგ, რაც ის თავისი სასიცოცხლო ციკლის დასასრულს მიაღწევს“.

„ჩვენი კვლევიდან ჩანს, რომ საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვნად დაზარალდა პანდემიის დროს. ამის მაგალითია შესაფუთი მასალების მიწოდების ჯაჭვის კომპანიები, რომელთაც შემოსავლების 50 პროცენტი დაკარგეს“, - აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა. „ამის მიუხედავად, მისასალმებელია, რომ ამავე ბიზნესის 70 პროცენტზე მეტი მომავალს იმედით უყურებს და კრიზისში შესაძლებლობებსაც ხედავს“.

ევროკავშირისა UNDP-ის კვლევა ეყრდნობა 700-ზე მეტ რესპონდენტთან ჩატარებულ ინტერვიუებს, რომლებშიც აისახა კომპანიების მზაობა კრიზისის მიმართ, პანდემიის შედეგად მიღებული ზარალი და სამომავლო პერსპექტივები.

კვლევის შედეგად ირკვევა, რომ შესაფუთი მასალების მიწოდების ჯაჭვის კომპანიების ნახევარზე მეტმა პანდემიის შედეგად შემოსავლების 50 პროცენტი დაკარგა, ხოლო კომპანიების 83 პროცენტი თვლის, რომ პანდემია სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს მათი ბიზნესისთვის. 88 პროცენტს არ აქვს ბიზნესის შეფერხების დაზღვევა. 58 პროცენტს არ გააჩნია საკუთარი ან ალტერნატიული ფინანსური სახსრები კრიზისიდან გამოსასვლელად.

კომპანიების მხოლოდ ნახევარმა (54.4 პროცენტმა) შეძლო ყველა თანამშრომლის შენარჩუნება პანდემიის დროს. კომპანიების 16.7 პროცენტმა თანამშრომლებს სთხოვა შვებულებაში გასვლა ანაზღაურების გარეშე, ხოლო 17.2 პროცენტმა დროებით შეამცირა თანამშრომელთა რაოდენობა.

მიღებული ზარალის მიუხედავად, შესაფუთი მასალების მიწოდების ჯაჭვის კომპანიების უმეტესობა, 70 პროცენტზე მეტი, პანდემიის გამო განვითარებულ კრიზისში გამოწვევებთან ერთად ახალ შესაძლებლობებსაც ხედავს. ბევრი კომპანია აპირებს სერვისებისა და პროდუქტების განვითარებას ან შეცვლას, ახალი ბაზრების ათვისებას და ბიზნეს ოპერაციებში ონლაინ საშუალებების, მათ შორის ონლაინ შესყიდვებისა და გაყიდვების სისტემების დანერგვას. რამდენიმე კომპანიამ უკვე გადადგა გაბედული ნაბიჯები წარმოების რეორგანიზებისთვის ბაზრის ახალ მოთხოვნებზე მოსარგებად.

პანდემიის გავლენის შეფასება შესაფუთი მასალების მიწოდების ჯაჭვზე განხორციელდა ევროკავშირისა და UNDP-ის დაკვეთით ქართული კვლევითი ორგანიზაციის „ეი-სი-თი“ მიერ. კვლევა ჩატარდა 2020 წლის მაისში.

შესაფუთი მასალების მიწოდების ჯაჭვი ქართული ბიზნესის ერთ-ერთი სექტორია, რომელიც ევროკავშირისა და UNDP-ის მხარდაჭერით სარგებლობს. ეს დახმარება ხორციელდება ევროკავშირის უფრო ფართო პროგრამის EU4Business ფარგლებში, რომელიც კერძო სექტორის განვითარებას ემსახურება.    

საკონტაქტო ინფორმაცია

Icon of SDG 01 Icon of SDG 08

დამატებითი ინფორმაცია

ჩატვირთვა…
ჩატვირთვა…
ჩატვირთვა…

UNDP მსოფლიო

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი

ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი