საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და გაეროს ექსპერტები განიხილავენ საქართველოს წინსვლას მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის გზაზე

8 May 2019

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

საქართველოს მთავრობისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამოცდაათზე მეტმა წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო ორდღიან სემინარში, რომელიც 2019 წლის 7-8 მაისს კაჭრეთში გაიმართა. სემინარის მონაწილეებმა იმსჯელეს იმ დამაბრკოლებელი და ხელშემწყობი ფაქტორების შესახებ, რომლებიც  განაპირობებენ საქართველოს წარმატებას მდგრადი განვითარების გლობალური დღის წესრიგის - მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევის  გზაზე.

სემინარის გახსნაზე შეხვედრის მონაწილეებს მიმართეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, კახა კახიშვილმა, და გაეროს ხელმძღვანელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა.

„საქართველო მსოფლიოს ერთერთი პირველი სახელმწიფოა, რომელმაც მდგრადი განვითარების მიზნები ქვეყნის ეროვნულ სტრატეგიებს მოარგო და შექმნა სტრუქტურა ამ მიზნების განსახორციელებლად“, - განაცხადა კახა კახიშვილმა. „მიმდინარე სემინარი ჩვენს მიერ მიღწეულ წარმატებას დაგვანახებს, პროგრესის დაჩქარებაში დაგვეხმარება და იმ სფეროებს გამოავლენს, რომელშიც საქართველოს მეტი დახმარება სჭირდება“.

„დღეს ჩვენი ყურადღება დამაბრკოლებელი ფაქტორების გამოვლენას ეთმობა“, - აღნიშნა ლუიზა ვინტონმა. “იმ შემთხვევაში, თუ საქართველო მყისიერად იმოქმედებს მისი წინსვლის გზაზე არსებული ბარიერების აღმოსაფხვრელად, ქვეყანას რეალური შესაძლებლობა ექნება მდგრადი განვითარების არაერთ მიზანს მიაღწიოს. ჩვენს მიერ ჩატარებული ანალიზის თანახმად, ახალგაზრდების დასაქმება და სოფლის განვითარება ამ მხრივ ყველაზე პერსპექტიული სფეროებია”.

სემინარის მონაწილეებმა განიხილეს ტექნიკური ანალიზის მიგნებები, რომელიც გასული ცხრა თვის მანძილზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) თაოსნობით ჩატარდა.

ტექნიკურმა ანალიზმა გამოავლინა, თუ რამდენად ასახულია მდგრადი განვითარების მიზნები (SDGs) საქართველოს ეროვნულ სტრატეგიებსა და  სამოქმედო გეგმებში და რამდენად საკმარისია პრიორიტეტული მიზნების მიღწევად გათვალისწინებული დაფინანსება. ამ მიზნით, ტექნიკური ანალიზის ფარგლებში, შეფასდა 55 სექტორული სტრატეგია და საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება.

ტექნიკური ანალიზის ზოგადი მიგნებები საკმაოდ პოზიტიური აღმოჩნდა. გამოვლინდა, რომ საქართველოს ეროვნულ სტრატეგიებში ასახულია ქვეყნის მიერ შერჩეული პრიორიტეტული მიზნების კონკრეტული ამოცანების 93 პროცენტი, ხოლო ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება სრულად ფარავს მდგრადი განვითარების ეროვნული მიზნების (SDGs) კონკრეტული ამოცანების 63 პროცენტს.

ტექნიკურმა ანალიზმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნები სრულ შესაბამისობაშია ევროპასთან ინტეგრაციის დღის წესრიგთან. ასევე გამოვლინდა სექტორული სტრატეგიების დახვეწის აუცილებლობა. მეტი შესაბამისობის მიღწევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარების შემდეგი ოთხის მიზნის შემთხვევაში: გენდერული თანასწორობა (SDG5), უთანასწორობის შემცირება (SDG10), მშვიდობა, სამართალი და ძლიერი ინსტიტუტები (SDG16) და პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის (SDG17).

სხვადასხვა მიზნების სფეროში მიღწეული წარმატება ასევე განსხვავდება ფინანსური ხარჯების თვალსაზრისით. მშვიდობა (SDG16), განათლება (SDG4) და ინფრასტრუქტურა (SDG9) საკმაოდ კარგად ფინანსდება, ხოლო სიღარიბე (SDG1), გენდერული თანასწორობა (SDG5) და გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილება (SDG 6, 12, 13, 14 და 15) მნიშვნელოვნად ჩამორჩება დაფინანსების მხრივ.

გაეროს ტექნიკური ანალიზის მიგნებების წარდგენამ ცოცხალი დისკუსია გამოიწვია. მსჯელობა შეეხო ბიუჯეტების დახვეწის შესაძლებლობებს და სექტორთა შორის თანამშრომლობის გაღრმავებას საქართველოს მდგრადი განვითარების საკითხებში მნიშვნელოვანი შედეგების მისაღწევად. სემინარის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ხარისხიანი მონაცემების არსებობა ხელს შეუწყობს როგორც გამოწვევების, ასევე წარმატების სწორ შეფასებას.

გაეროს მიერ ჩატარებული ტექნიკური ანალიზის ამსახველი ბროშურა ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

საკონტაქტო ინფორმაცია

  • ქეთევან გიოშვილი, გაერო საქართველოში, ghioshvili@un.org, +995 599 532268
  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველოში, sophie.tchirtchinadze@undp.org, +995 599 1976907

ფოტო კოლექცია

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP