გაეროს განვითარების პროგრამის საახალწლო მილოცვა

UNDP-ის ხელმძღვანელის ლუიზა ვინტონის 60-წამიანი გამოწვევა

27 December 2019

იწურება 2019 წელი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უერთდება 60-წამიან გამოწვევას.

რთულია ერთ მოკლე წუთში ერთი გრძელი წელი ჩაატიო, მაგრამ მაინც ვცადოთ:

 

წელს დავიწყეთ 74 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროგრამა, რომლის მიზანია საქართველოს მოსახლეობის დაცვა წყალდიდობისგან და სხვა კლიმატური საფრთხეებისგან.

მომეცა შესაძლებლობა პირადად გამეცნო ბეჰემოტი ბეგლარი, რომელიც ამ პროგრამის სიმბოლო და თილისმაა.

ვთანამშრომლობდით იუსტიციის სახლთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის საჯარო სივრცეზე და სერვისებზე სრული წვდომის უზრუნველსაყოფად.

ხელი შევუწყეთ საქართველოს პარლამენტს მისი ახალი რეგლამენტის შემუშავებასა და მიღებაში, რაც პარლამენტის გაზრდილი საზედამხედველო ფუნქციის წარმატების წინაპირობაა. 

მხარი დავუჭირეთ საქართველოში მიუკერძოებელი და პროფესიული  საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებას.

ვთანამშრომლობდით სამოქალაქო საზოგადოებასთან კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების ათასობით მაცხოვრებლის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.   

გამოვაქვეყნეთ ადამიანის უფლებათა ანგარიში, რომელშიც შეჯამებულია საქართველოს მიღწევები და გამოწვევები.

ვიცავდით ადამიანის უფლებებს, ხმა ავიმაღლეთ ლგბტ თემის უფლებების დასაცავად.

კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ქალები ლიდერობენ მეცნიერებაში, ტექნოლოგიებსა და საინჟინრო მეცნიერებებში.

სხვადასხვა პროფესიაში გადავამზადეთ 1,400 ადამიანი.

დავეხმარეთ საქართველოს მთავრობას სოფლის განვითარების ახალი შვიდწლიანი სტრატეგიის შემუშავებაში.

ხელი შევუწყეთ საქართველოს 12 ეროვნული პარკისა და სხვა დაცული ტერიტორიების დაფინანსების გაუმჯობესებას.

ხელი შევუწყეთ მაღალმთიანი რეგიონების განვითარების ეროვნული სტრატეგიის შემუშავებას, რომლის შედეგებით მაღალმთის 300,000 მაცხოვრებელი ისარგებლებს.

გავემგზავრეთ საქართველოს მთაში და ამბროლაურში გავმართეთ მდგრადი განვითარების მიზნების ფართომასშტაბიანი ფესტივალი,  რითიც კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ განვითარების მიღმა არავინ უნდა დარჩეს.

კიდევ ბევრი გვაქვს მოსაყოლი.

მაგრამ ამჯერად სათქმელს შევაჯამებ და მადლობას მოვუხდი ჩვენს პარტნიორებს, დონორებსა და მხარდამჭერებს მათი თანამშრომლობისთვის გაეროს განვითარების პროგრამასთან. მინდა  დაგპირდეთ, რომ მომავალ წელს ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა ჩვენი წვლილი შევიტანოთ საქართველოს დემოკრატიული, მშვიდობიანი და წარმატებული მომავალის მშენებლობაში.

გილოცავთ ახალ წელს!