ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილიი/UNDP

საქართველოს პარლამენტი იწყებს სიღრმისეულ მსჯელობას მიმდინარე საპარლამენტო რეფორმის ერთერთი ძირითადი შემადგენლის - პარლამენტის რეგლამენტის ახალი რედაქციის შესახებ. დღეს გამართულ ღონისძიებაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, და პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა, რეგლამენტის ახალი რედაქციის მიღებიდან პირველ 100 დღეში მიღწეული შედეგები შეაჯამეს.

შეხვედრას სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიება გაიმართა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით მათი ფართო პროგრამის ფარგლებში, რომელიც საქართველოს პარლამენტარიზმის განვითარებას ემსახურება.

„საქართველომ აირჩია მმართველობის საპარლამენტო სისტემა“-- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა. „ახალი რეგლამენტი პარლამენტს, როგორც ძლიერ დემოკრატიულ ინსტიტუტს, საშუალებას აძლევს  ეს არჩევანი პრაქტიკაში განახორციელოს  მის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების გზით.“

რეგლამენტის ახალ რედაქციას საქართველოს პარლამენტის საქმიანობა შესაბამისობაში მოჰყავს ქვეყნის კონსტიტუციის ახალი რედაქციის მოთხოვნებთან. რეგლამენტი განსაზღვრავს პარლამენტის  საქმიანობის წესებს და არეგულირებს მის ურთიერთობას ხელისუფლების სხვა შტოებთან და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებთან. რეგლამენტის ახალ რედაქციაში შესული ცვლილებები საკანონმდებლო პროცესის დახვეწას, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის ხარისხიანი განხორციელებისათვის ახალი მექანიზმების შემოღებასა და პარლამენტის ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ზრდას უკავშირდება.

ახალი რეგლამენტის მიხედვით, იზრდება პარლამენტის შესაძლებლობები სავალდებულო წესით მოიწვიოს მთავრობის წევრები და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა თანამდებობის პირები როგორც პლენარულ, ასევე საკომიტეტო სხდომებზე. რეგლამენტით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყოველწლიური მოხსენება უნდა წარუდგინოს პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ. რეგლამენტის ახალ რედაქციაში ასევე გათვალისწინებულია დამატებითი მექანიზმების ამოქმედება პარლამენტის წევრების ანგარიშვალდებულებისა და საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფისთვის.

რეგლამენტის ახალი რედაქცია 2017-2018 წლებში  კომპლექსური საკონსულტაციო პროცესის შედეგად შემუშავდა. საქართველოს პარლამენტთან ერთად რეგლამენტის შემუშავებაში არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო პარტნიორები მონაწილეობდნენ. ევროკავშირმა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) ხელი შეუწყვეს ამ პროცესის წარმართვას და საქართველოს პარლამენტის მიერ ევროპული საპარლამენტო დემოკრატიების საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას.

„ევროკავშირი საქართველოს გრძელვადიანი მხარდამჭერია საპარლამენტო დემოკრატიისკენ სწრაფვის გზაზე. მისასალმებელია, რომ პირველმა ასმა დღემ ახალი რეგლამენტის მიღებიდან ცხადად აჩვენა პარლამენტის გაზრდილი მზადყოფნა ამ მიზნის მისაღწევად. ევროკავშირი მომავალშიც შეუწყობს ხელს საქართველოს პარლამენტის როლის გაზრდას მმართველობის ყველა სფეროში, ხოლო განსაკუთრებით იმ საკითხებში, რომლებიც საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა  ჩართულობას უკავშირდება“,  - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა.  

„ძალაუფლებას თან მოსდევს პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ლუიზა ვინტონმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში. „პარლამენტის საქმიანობის წესებისა და რეგულაციების დეტალური აღწერა მნიშვნელოვანია, რადგან ახალმა სისტემამ უნდა უზრუნველყოს ანგარიშვალდებულების ჯაჭვი ამომრჩევლიდან პოლიტიკის შემქმნელებამდე. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ადამიანებზე ორიენტირებულ შედეგებს, რადგან სწორედ ეს განაპირობებს ქვეყნის წარმატებას მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის გზაზე“.

საპარლამენტო რეგლამენტით დანერგილ სიახლეებზე მსჯელობა მომავალი თვეების მანძილზე გაგრძელდება. 2020 წელს საქართველოს პარლამენტი გამოაქვეყნებს ანგარიშს ამ მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელებისა და შედეგების შესახებ.

საკონტაქტო ინფორმაცია:

  • მადონა ნოზაძე, საქართველოს პარლამენტი, mnozadze@parliament.ge
  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, sophie.tchitchinadze@undp.org
  • თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, tamriko.mikadze@eeas.europa.eu

დამატებითი ინფორმაცია

ჩატვირთვა…
ჩატვირთვა…
ჩატვირთვა…
Icon of SDG 16

UNDP მსოფლიო

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი

ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი