2019 წლის 7 ივნისს ამბროლაური მდგრადი განვითარების 2019 წლის ფესტივალს უმასპინძლებს. წლევანდელი ფესტივალის სლოგანია „მდგრადი განვითარება ყველასთვის“, ხოლო მისი სულისჩამდგმელი და ორგანიზატორია გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში.

ფესტივალის საზეიმო ღონისძიებაზე სტუმრებსა და მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის ახლად დანიშნული ხელმძღვანელი, გაეროს მუდმივი კოორდინატორი - საბინე მახლი.

ფესტივალს დაესწრებიან გაეროს ოფიციალური პირები, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტირებული ელჩები, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მაცხოვრებლები, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

მდგრადი განვითარების 17 მიზანი სიღარიბისა და უთანასწორობის აღმოფხვრას და პლანეტის გადარჩენას ემსახურება. მსოფლიოს განვითარების ეს გლობალური კონცეფცია  გაეროს ყველა წევრმა ქვეყნამ, მათ შორის საქართველომ,  2015 წლის სექტემბერში მიიღო და 2030 წლამდე ჩვიდმეტივე მიზნის მიღწევის შესახებ შეთანხმდა.

მდგრადი განვითარების ფესტივალის პროგრამა სწორედ ამ მთავარ საპროგრამო თემებს ეხმიანება - ადამიანები, პლანეტა, კეთილდღეობა, მშვიდობა, პარტნიორობა.

ფესტივალის მსვლელობაში ამბროლაური მდგრადი განვითარების ქალაქად გადაიქცევა. ქუჩებში, მოედნებსა და სკვერებში სხვადასხვა სახის აქტივობები ჩატარდება. საფესტივალო დღეს დაასრულებს ადგილობრივ ფერმერთა ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა და ღია ცის ქვეშ გამართული კონცერტი ცნობილი მომღერლებისა და ჯგუფების მონაწილეობით.

ფესტივალის მხარდამჭერები და პარტნიორები არიან გაეროს სააგენტოები და მათი დონორები, საქართველოს მთავრობა, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლება, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი და მრავალი სხვა.

საკონტაქტო ინფორმაცია:

  • ქეთევან გიოშვილი, გაერო საქართველოში, +995 599 532268, ghioshvili@un.org
  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველოში, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
  • მაგდა ნოვაკოვსკა, UNDP საქართველოში, +995 598 822544, magdalena.nowakowska@undp.org
  • თეიკო კანდელაკი, UNDP საქართველოში,, +995 599 103525, tinatin.kandelaki@undp.org  
Icon of SDG 01 Icon of SDG 02 Icon of SDG 03 Icon of SDG 04 Icon of SDG 05 Icon of SDG 06 Icon of SDG 07 Icon of SDG 08 Icon of SDG 09 Icon of SDG 10 Icon of SDG 11 Icon of SDG 12 Icon of SDG 13 Icon of SDG 14 Icon of SDG 15 Icon of SDG 16 Icon of SDG 17

UNDP მსოფლიო

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი

ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი