ჩაის გზა გურიით იწყება

ოზურგეთში ქართული ჩაის მწარმოებელთა პირველი ადგილობრივი ფესტივალი გაიმართა

6 May 2019

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

ქართული ჩაის ოცამდე მწარმოებელი ჩაერთო ადგილობრივი წარმოების ჩაის პირველ ფესტივალში, რომელიც ქალაქ ოზურგეთში 2019 წლის 5 მაისს გაიმართა. ფესტივალის ორგანიზატორი იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, ხოლო მხარდამჭერები -  გურიის გუბერნატორის ადმინისტრაცია, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობები.

ფესტივალის მონაწილეებსა და სტუმრებს მიესალმა ლუიზა ვინტონი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში. მან ხაზი გაუსვა ადგილობრივი ინიციატივების მნიშვნელობას საქართველოს რეგიონების მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის.

„საქართველოს ჩაის წარმოების მდიდარი ისტორია აქვს“, - განაცხადა ლუიზა ვინტონმა. „გურიაში ამ ტრადიციის აღორძინება სარგებელს მოუტანს როგორც ჩაის მწარმოებლებს, ასევე ტურისტულ ბიზნესში ჩართულ კომპანიებს, რომლებიც აუთენტური ადგილობრივი კულტურის გაცნობით დაინტერესებულ სტუმრებს ემსახურებიან. საქართველოს კულტურული მრავალფეროვნების გათვალისწინებით, UNDP დარწმუნებულია, რომ ამ ორმხრივი მიდგომის გამოყენება შესაძლებელია ქვეყნის სხვა რეგიონებშიც“.

ფესტივალის სტუმრებს ასევე მიმართეს გურიის გუბერნატორმა, ზურაბ ნასარიამ, ჩეხეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში, იჟი პრეცლიკმა, და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა.

ოზურგეთის ფესტივალი ჩაის გზის პროექტის შემადგენელია, რომელიც საქართველოში ჩაის მოყვანის კულტურის აღორძინებას, ადგილობრივ წარმოებასა და ტურიზმის განვითარებას ემსახურება.

საქართველოს ორგანული ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის ინიციატივით, ფესტივალის  ფარგლებში ჩაის ოსტატთა ეროვნული ჩემპიონატი გაიმართა. ასევე ჩატარდა კონფერენცია ქართული ჩაის საწარმოო და ტურისტული პერსპექტივების შესახებ. ფესტივალის მონაწილეებმა ეთნოგრაფიული კუთხე მოინახულეს და ადგილობრივი წარმოების პროდუქტები დააგემოვნეს.

ადგილობრივი და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა და ადგილობრივი ინიციატივების მხარდაჭერა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების  ერთობლივი ინიციატივის მიზანია. 2012 წლიდან ეს ფართომასშტაბიანი პროგრამა ხელს უწყობს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებას, ეკონომიკურ განვითარებასა და გადაწყვეტილების მიღების ადგილობრივ პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას. 2015 წლიდან დღემდე ამ პროგრამის ფარგლებში საქართველოს ექვს რეგიონში 30-ზე მეტი ადგილობრივი ინიციატივა განხორციელდა.

საკონტაქტო ინფორმაცია:

  • ეკატერინე მგელაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია, ekaterinemgeladze@gmail.com, +995 599 068200
  • მაგდა ნოვაკოვსკა, UNDP საქართველო, magdalena.nowakowska@undp.org,  +995 598 822544
  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, sophie.tchirtchinadze@undp.org,  +995 599 1976907

ფოტო კოლექცია

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP