ფოტოს ავტორი: დარო სულაკაური/UNDP

საქართველოს 18 უნივერსიტეტის 100-ზე მეტი სტუდენტი ჩაერთო ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის? პარლამენტის შესახებ.“

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტის და თავისუფალი უნივერსიტეტის გამარჯვებული გუნდები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზვიად ძიძიგურმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა, და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ კარლო ნატალემ, დააჯილდოვეს.

თამაშის მიზანი იყო საპარლამენტო საქმიანობის საკითხებში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და საკანონმდებლო პროცესში ახალგაზრდობის ჩართულობის გაზრდა. თამაშის 30 შეკითხვა მოიცავდა ზოგად და ისტორიულ ცნობებს საქართველოსა და სხვა ქვეყნების პარლამენტების შესახებ და ინფორმაციას გამოჩენილ პარლამენტარებზე.

ღონისძიებას გაუძღვა გიორგი მოსიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი და „რა? სად? როდის?“ კლუბის პრეზიდენტი. თამაშის მონაწილეებს მიმართეს ირინა ფრუიძემ, ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, და გიორგი კლდიაშვილმა, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა.

ინტელექტუალური თამაშის ორგანიზატორი იყო საქართველოს პარლამენტი, ხოლო მხარდამჭერები - ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით.

„ძლიერი დემოკრატია საზოგადოების ყველა ჯგუფის ინტერესებს წარმოადგენს“, - განაცხადა ლუიზა ვინტონმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში. „საპარლამენტო საქმიანობით ახალი თაობის დაინტერესების შედეგად დემოკრატიულ პროცესებში მეტი ნიჭიერი და ენერგიული ახალგაზრდა ჩაერთვება, რაც ხელს შეუწყობს მათი მისწრაფების  განხორციელებას სამყაროს უკეთესობისკენ შესაცვლელად“, -  დასძინა მან.

კარლო ნატალემ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ, ხაზი გაუსვა მოქალაქეთა და განსაკუთრებით ახალგაზრდობის მონაწილეობის მნიშვნელობას სრულფასოვანი საპარლამენტო დემოკრატიის მისაღწევად.

„ევროკავშირი ხელს უწყობს საპარლამენტო რეფორმას  საქართველოში და მხარს უჭერს ახალგაზრდების მეტ ჩართულობას პარლამენტის საქმიანობაში“, - განაცხადა კარლო ნატალემ.

ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის? პარლამენტის შესახებ“ ცნობიერების ამაღლების მიმდინარე კამპანიის ნაწილია, რომელსაც საქართველოს პარლამენტი ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ხელშეწყობით ახორციელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს 15 უნივერსიტეტში  პარლამენტის დღეები გაიმართება. დისკუსიები, რომლებშიც სტუდენტები და უნივერსიტეტების თანამშრომლები მიიღებენ მონაწილეობას, ეხება საქართველოს პარლამენტის ფუნქციებს და საქართველოს მიღწევებს საკანონმდებლო ღიაობის გზაზე.     

საკონტაქტო ინფორმაცია

დამატებითი ინფორმაცია

ჩატვირთვა…
ჩატვირთვა…
ჩატვირთვა…
ჩატვირთვა…
Icon of SDG 16

UNDP მსოფლიო

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი

ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი