მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა საქართველოს ეროვნული პრიორიტეტია

მდგრადი განვითარების მეორე ეროვნული ფესტივალი საქართველოს რეგიონების განვითარების შესაძლებლობებს ეძღვნება

7 June 2019

ფოტოს ავტორი: ანა გუჯაბიძე/UNDP

ათასობით სტუმარი და მონაწილე ჩაერთო მდგრადი განვითარების 2019 წლის ფესტივალში „მდგრადი განვითარება ყველასთვის“, რომელიც 7 ივნისს ამბროლაურში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თაოსნობით გაიმართა.

ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს გაეროს ოფიციალურმა პირებმა, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებმა, საქართველოში აკრედიტირებულმა ელჩებმა, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მაცხოვრებლებმა, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა.

ფესტივალის საზეიმო ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებსა და მონაწილეებს მიესალმა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის ახლად დანიშნულმა ხელმძღვანელმა, გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა, საბინე მახლმა, ხაზი გაუსვა საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თანამშრომლობას მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის გზაზე.

„გაეროს სააგენტოების საქმიანობა მდგრადი განვითარების ხუთ მთავარ თემას ეხმიანება - ადამიანები, პლანეტა, კეთილდღეობა, მშვიდობა, პარტნიორობა“, - განაცხადა საბინე მახლმა. „ჩვენი წარმატება ეფუძნება მჭიდრო თანამშრომლობას გაეროს პარტნიორებთან, რომელთა შორისაა საქართველოს მთავრობა, ადგილობრივი თვითმმართველობა, სამოქალაქო საზოგადოება, კერძო სექტორი, აკადემიური წრეები და საერთაშორისო თანამეგობრობა“.

ფესტივალის მსვლელობაში ამბროლაური ერთი დღით მდგრადი განვითარების ქალაქად გადაიქცა. ქუჩებში, მოედნებსა და სკვერებში სპორტული ღონისძიებები, საგანმანათლებლო და გარემოსდაცვითი აქტივობები, სემინარები და გამოსვლები გაიმართა. საფესტივალო ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღეს მწერლებმა, მხატვრებმა, მეცნიერებმა, სტუდენტებმა, სკოლის მოსწავლეებმა, ფერმერებმა, დიპლომატებმა და პოლიტიკოსებმა.

„მოხარული ვარ, რომ წლევანდელ ფესტივალს რაჭა მასპინძლობს“, - აღნიშნა ლუიზა ვინტონმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში. „საქართველოს ბევრი სხვა რეგიონის მსგავსად, რაჭას განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია, მაგრამ ამ უნიკალური შესაძლებლობების გამოსავლენად, აუცილებელია სიღარიბის აღმოფხვრა, მოსახლეობის გადინების შეჩერება და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების დაძლევა. მშვიდობისა და კეთილდღეობის მიღწევა მხოლოდ ამ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი. დარწმუნებული ვარ, რომ ფესტივალის შედეგად გაიზრდება საზოგადოების ცნობიერება და ენთუზიაზმი მდგრადი განვითარების მიმართ, გამოჩნდება, რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ განვითარების მიღმა არავინ დარჩეს“.

საფესტივალო დღე დაასრულა ადგილობრივ ფერმერთა ნაწარმის გამოფენა-გაყიდვამ და ღია ცის ქვეშ გამართულმა კონცერტმა ცნობილი მომღერლებისა და ჯგუფების მონაწილეობით. 

მდგრადი განვითარების მეორე ეროვნულმა ფესტივალმა არაერთი მხარდამჭერი და პარტნიორი გააერთიანა. მათ შორის არიან გაეროს სააგენტოები და მათი დონორები, საქართველოს მთავრობა, შვეიცარიის, ავსტრიისა და დანიის მთავრობები, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლება, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, და მრავალი სხვა.    

საკონტაქტო ინფორმაცია:

  • ქეთევან გიოშვილი, გაერო საქართველოში, +995 599 532268, ghioshvili@un.org
  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველოში, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
  • მაგდა ნოვაკოვსკა, UNDP საქართველოში, +995 598 822544, magdalena.nowakowska@undp.org
  • თეიკო კანდელაკი, UNDP საქართველოში, +995 599 103525, tinatin.kandelaki@undp.org  

ფოტო კოლექცია

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

ფოტოს ავტორი: ბრენდან ჯექსონ/UNDP

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

ფოტოს ავტორი: ბრენდან ჯექსონი/UNDP

ფოტოს ავტორი: ანა გუჯაბიძე/UNDP

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP