ფოტოს ავტორი: დავით ხიზანიშვილი/UNDP

ევროკავშირი (EU), გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით, ხელს უწყობს საქართველოს მდიდარი ბუნებრივი რესურსების დაცვას, ტყის მდგრადი მართვის დანერგვას და ეროვნული ექსპერტიზის გაზრდას ტყის აღრიცხვასთან დაკავშირებულ საკითხებში.

ლაგოდეხი პირველია იმ ოთხ მუნიციპალიტეტს შორის, სადაც ამ ხელშეწყობის შედეგად საქართველოს გარემოს დაცვისა და  სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნულმა  სატყეო სააგენტომ ტყის აღრიცხვა 21,000 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე ჩაატარა. უკვე დაწყებულია ტყის აღრიცხვა ახმეტის მუნიციპალიტეტში, ხოლო 2020 წლის ბოლომდე ამ სიას დედოფლისწყაროსა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტები დაემატება. ტყის აღრიცხვის საფუძველზე მუნიციპალიტეტებში ტყის მდგრადი მართვის გეგმები შეიქმნება.

ტყის აღრიცხვაში მონაწილეობას იღებენ ახალგაზრდა სპეციალისტები, რომლებმაც საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში შესაბამისი სასწავლო კურსი გაიარეს. სულ ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით 15 სპეციალისტი გადამზადდა.

პროექტის შედეგების განხილვა და საქართველოს ტყეების მდგრადი მართვისთვის საჭირო სამომავლო ნაბიჯების შესახებ მსჯელობა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დღეს გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ლევან დავითაშვილი, საქართველოს გარემოს დავისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი; ქეთევან ხუციშვილი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო დაცვის და კრიზისების მართვის პროგრამის მენეჯერი; ლუიზა ვინტონი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი; არჩილ ნიკოლეიშვილი, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი; და სამინისტროს წარმომადგენლები.

„ტყის აღრიცხვის  შედეგად  საქართველოს მიიღებს უახლეს და სანდო ინფორმაციას ჩვენი ტყეების მდგომარეობის შესახებ“, - განაცხადა ლევან  დავითაშვილმა. „მუნიციპალიტეტებში დაწყებული საქმიანობა ტყის მდგრადი მართვის პრაქტიკა ეროვნულ დონეზე დაინერგება.“

„მოხარული ვართ, მხარი დავუჭიროთ ეროვნულ სატყეო სააგენტოს შესაძლებლობების ზრდას ტყის ტაქსაციის მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს სააგენტოს მიერ ტყის აღრიცხვისა და მდგრადი მართვის გეგმის შემუშავებას. საქართველოს ოთხ საპილოტე მუნიციპალიტეტში ჩატარებული ტყის აღრიცხვა წაახალისებს ქვეყნის მასშტაბით კლიმატ-გონივრული სატყეო პრაქტიკის დანერგვას, რაც ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სოფლის განვითარების პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია.“ განაცხადა ქეთევან ხუციშვილმა.

„საქართველოს მდიდარი და მრავალფეროვანი ტყის დაცვა კლიმატის ცვლილებასთან გამკლავების მნიშვნელოვანი შემადგენელია,“ - აღნიშნა ლუიზა ვინტონმა. „ამავდროულად ეს საქმიანობა წვლილს შეიტანს სოფლის განვითარებაში და უზრუნველყოფს სატყეო რესურსების გამოყენებას ისე, რომ ამ პროცესმა საფრთხე არ შეუქმნას საქართველოს ტყის სიჯანსაღეს.“

სატყეო პროექტი ევროკავშირის გრძელვადიანი დახმარების ნაწილია, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში სოფლის განვითარების ეფექტიანი პოლიტიკის შექმნას და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდას. სოფლის განვითარების პროგრამა, ENPARD, 2013 წლიდან ხორციელდება და 2022 წლამდე გაგრძელდება, ხოლო მისი სრული ბიუჯეტი 179.5 მილიონ ევროს შეადგენს.

საკონტაქტო ინფორმაცია

  • ნანა ჩინჩილაკაშვილი,  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, +995 599 502619, nana.chinchilakashvili@mepa.gov.ge
  • თამარ ხუნწარია, ENPARD საქართველო, +995 595 989916, tamar.k@actionprgroup.com
  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org

დამატებითი ინფორმაცია

Loading…
Loading…
Loading…
Icon of SDG 01 Icon of SDG 10

UNDP მსოფლიო

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი

ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი