რობოტი სოფია ღია მმართველობის პარტნიორობის სამიტში მონაწილეობს

18 July 2018

ფოტოს ავტორი: ანკა გუჯაბიძე/UNDP

Hanson Robotics-ის ყველაზე განვითარებული ჰუმანოიდი რობოტი, სოფია, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოწვევით ჩამოვიდა და ღია მმართველობის პატნიორობის (OGP) მეხუთე გლობალურ სამიტში მიიღო მონაწილეობა.

სოფია სამიტის მონაწილეებს მიესალმა, ხოლო შემდეგ ჩაერთო საპანელო დისკუსიაში სახელმწიფო სერვისების შესახებ. სოფიამ ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის როლზე სახელმწიფო სერვისების განვითარებაში, ხოლო განსაკუთრებულ ყურადღება მოწყვლადი მოსახლეობას ხელშეწყობას დაუთმო.

სოფია აგრეთვე ეწვია თბილისის იუსტიციის სახლს, სადაც საქართველოს მოქალაქეებს, ჟურნალისტებსა და სტუდენტებს შეხვდა.

ნილს სკოტის, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის, სიტყვებით: „სოფიასთან საუბარი მომავალთან საუბარს გვაგონებს. დარწმუნებული ვარ, სოფია სამყაროს ახლებურად დაგვანახებს და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში დაგვეხმარება“.

ჰუმანოიდი რობოტი სოფია კომპანიის Hanson Robotics უახლესი და ყველაზე განვითარებული რობოტია. 2017 წლის ნოემბერში გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) სოფია ინოვაციების ჩემპიონად გამოაცხადა. მანამდე გაეროს წოდებები მხოლოდ ადამიანებს ენიჭებოდა.

საკონტაქტო ინფორმაცია

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, sophie.tchitchinadze@undp.org, +995 599 196907