ფოტოს ავტორი: ლელი ბლაგონრავოვა/UNDP

იდა ბახტურიძემ, სამოქალაქო აქტივისტმა და საინფორმაციო პლატფორმის „ქალები საქართველოდან“ ერთერთმა დამფუძნებელმა, მიიღო კატო მიქელაძის სახელობის 2018 წლის პრემია, რომელიც მას ქალთა უფლებების დაცვის საქმეში მიღწევებისათვის გადაეცა.

კატო მიქელაძის სახელობის წლევანდელმა დაჯილდოებამ განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდა ქალი უფლებადამცველების  საქმიანობასა და გენდერული თანასწორობის მიღწევის გზაზე ახალ გამოწვევებს დაუთმო.

ნომინანტების სიაში შევიდა 14 სამოქალაქო აქტივისტი, ჟურნალისტი, მკვლევარი და მეწარმე, რომელთა საქმიანობა ხელს უწყობს სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების განხორციელებას, გენდერულ განათლებას, ძალადობის აღმოფხვრას და მიგრანტებისა და უმცირესობების უფლებების დაცვას.

ასევე დაწესდა სპეციალური ჯილდო ქალი უფლებადამცველის სამომავლო საქმიანობის წასახალისებლად, რომლის ლაურეატი გახდა ნატა ტალიკიშვილი, ორგანიზაციის „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ წევრი და ტრანსგენდერ ქალთა უფლებების დამცველი.

კატო მიქელაძის პრემიის ინიციატორია ორგანიზაცია “ქალთა ფონდი საქართველოში”, ხოლო მხარდამჭერები გაეროს ორი სააგენტო - გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women), ბრიტანული ორგანიზაცია Sigrid Rausing Trust და ქალთა საერთაშორისო ფონდი Mama Cash.

„მივესალმებით წლევანდელი გამარჯვებულების გამბედაობასა და სიმტკიცეს თანასწორი უფლებების დაცვის საქმეში“, - განაცხადა გაეროს ხელმძღვანელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა.  „საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, საზოგადოებრივი წარმოდგენების შეცვლა და უფრო სამართლიანი პოლიტიკისათვის ნიადაგის მომზადება სწორედ სოციალური აქტივისტების დამსახურებაა“.

ნანა ფანცულაიამ, ორგანიზაციის “ქალთა ფონდი საქართველოში” აღმასრულებელმა დირექტორმა, აღნიშნა, რომ გენდერული თანასწორობის ახალგაზრდა ჩემპიონები მთელს საზოგადოებას მიმართავენ და უმნიშვნელოვანეს სოციალურ საკითხებზე საუბრობენ.

„ქალი უფლებადამცველები ხმას იმაღლებენ ისეთ მნიშნელოვან საკითხებზე, როგორიცაა პოლიტიკა, ეკონომიკა, განათლება, თანასწორობა და ადამიანის უფლებების დაცვა. კატო მიქელაძის სახელობის პრემიის უმთავრესი მიზანია მათი საქმიანობის  საზოგადოებისათვის გაცნობა, აღიარება და დაფასება, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და ახალგაზრდა თაობის წახალისება“, - თქვა მან.  

კატო მიქელაძის სახელობის პრემია მეოცე საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ქართველი ფემინისტის, აქტივისტისა და პუბლიცისტის, ქართული სუფრაჟიზმის ფუძემდებლის და ქალთა ემანსიპაციისათვის მებრძოლი ქალის სახელს ატარებს. პრემია 2013 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად ერთ უფლებადამცველ ქალს გადაეცემა. დაჯილდოება ტრადიციულად ემთხვევა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიან კამპანიას.

საკონტაქტო ინფორმაცია

ფოტო კოლექცია

Slide
ფოტოს ავტორი: ლელი ბლაგონრავოვა/UNDP
Slide
ფოტოს ავტორი: ლელი ბლაგონრავოვა/UNDP
Slide
ფოტოს ავტორი: ლელი ბლაგონრავოვა/UNDP
Slide
ფოტოს ავტორი: ლელი ბლაგონრავოვა/UNDP
Slide
ფოტოს ავტორი: ლელი ბლაგონრავოვა/UNDP
Slide
ფოტოს ავტორი: ლელი ბლაგონრავოვა/UNDP
Slide
ფოტოს ავტორი: ლელი ბლაგონრავოვა/UNDP
Slide
ფოტოს ავტორი: ლელი ბლაგონრავოვა/UNDP
Slide
ფოტოს ავტორი: ლელი ბლაგონრავოვა/UNDP

დამატებითი ინფორმაცია

ჩატვირთვა…
ჩატვირთვა…
ჩატვირთვა…
ჩატვირთვა…
Icon of SDG 05 Icon of SDG 16

UNDP მსოფლიო

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი

ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი