კიბეროლიმპიადა საქართველოს კიბერუსაფრთხოებისათვის

Mon May 07 00:00:00 UTC 2018

ფოტოს წყარო: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და სკოლების გუნდებმა მონაწილეობა მიიღეს მესამე ყოველწლიურ კიბეროლიმპიადაში CyberCube 2018, რომელიც 7 მაისს თბილისში გაიმართა. წელს კიბეროლიმპიადას 150-მდე მონაწილე შეუერთდა.

კიბეროლიმპიადის ორგანიზატორია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს (DEA) კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების ჯგუფი (CERT.GOV.GE).

კიბეროლიმპიადის მხარდამჭერები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ბრიტანეთის მთავრობა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიურო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ბიზნეს პარტნიორები და სპონსორები: UGT, Huawei, GreenNet, ISSP, Orient Logic და GRENA.

ოლიმპიადის გახსნაზე  საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გიორგი პატარიძემ, ხაზი გაუსვა საქართველოს მიღწევებს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების განვითარების საქმეში.

ნიკოლოზ გაგნიძემ, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარემ, ხაზი გაუსვა ყოველწლიური კიბეროლიმპიადის მნიშვნელობას ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტების მომზადების საქმეში.

„წლიდან წლამდე ვაკვირდებით ოლიმპიადის მონაწილეთა უნარების განვითარების პროცესს, მათი მომზადების დონის ზრდას და, რაც მთავარია, ვხედავთ, რომ სულ უფრო მეტ ახალგაზრდას სურს პროფესიული საქმიანობის დაწყება კიბერუსაფრთხოების სფეროში,“ - განაცხადა გაგნიძემ.

კიბეროლიმპიადაში მონაწილე 50 გუნდი ერთმანეთს სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული კიბერინციდენტების შედეგების აღმოფხვრის, ასევე კიბერკრიზისული სიტუაციების პრევენციის საუკეთესო გზების მოძიებაში ეჯიბრება. მათ შორისაა კომპიუტერულ ტექნიკასთან დაკავშირებული პრობლემები და ჰაკერული თავდასხმები. ამოცანები საერთაშორისო პრაქტიკასა და CERT.GOV.GE-ის გამოცდილებას ეფუძნება.

„სასიხარულოა, რომ საქართველოს განვითარებაში ამდენი ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდა ერთვება. სისტემური მიდგომა კიბერუსაფრთხოების მიმართ მეტად მნიშვნელოვანია, რადგან წარმატებული თანამედროვე სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი  მახასიათებელი სწორედ კიბერუსაფრთხოების მაღალი დონის უზრუნველყოფა და მისი შენარჩუნებაა“, - განაცხადა მუნხტუია ალტანგერელმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილემ  საქართველოში.    

წელს კიბეროლიმიპიადა CyberCube 2018 მესამედ ტარდება. 25 წლამდე ასაკის მონაწილეების შერჩევა ეყრდნობა მათ ცოდნასა და გამოცდილებას პროგრამირებაში, ქსელურ და ვებ ტექნოლოგიებში.

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და ბრიტანეთის მთავრობა ხელს უწყობენ CyberCube 2018-ის ჩატარებას, მათი ფართომასშტაბიანი პროგრამის ფარგლებში, რომელიც საქართველოს საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობას ემსახურება.

საკონტაქტო ინფორმაცია
  • ნინო კორკელია, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, +995 577 111840, nkorkelia@justice.gov.ge  
  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
  • ირინა სულავა, UNDP საქართველო, +995 599 579 105, irine.sulava@undp.org

UNDP მსოფლიო

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი

ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი