ელ.ნარჩენების მართვა წინ გადადგმული ნაბიჯია პასუხისმგებლიანი მოხმარებისა და წარმოებისაკენ

Tue Feb 13 00:00:00 UTC 2018

ფოტოს ავტორი: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

საქართველოს მთავრობის, ბიზნეს ასოციაციების, პალატებისა და კომპანიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების 70-ზე მეტმა წარმომადგენელმა განიხილა საქართველოში ნარჩენი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობის მართვის საკითხები და ნარჩენების მართვის ახალ კოდექსში (რომელიც ძალაში 2019 წლის დეკემბერში შედის) განსაზღვრული მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების მექანიზმი.

სემინარის ორაგნიზატორი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „Georgia’s Environmental Outlook” – GEO, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით.

სემინარის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს სოლომონ პავლიაშვილმა - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ - საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, და ნინო ანთაძემ - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა საქართველოში.

შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს სხვადასხვა სახის ნარჩენისათვის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესაძლო მოდელებსა და ელ. ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე.

საერთაშორისო ექსპერტებმა წარადგინეს საქართველოში ნარჩენი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების რაოდენობისა და მომავალი ტენდენციების კვლევის შედეგები.

სემინარის დასკვნით ნაწილში გაიმართა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სახელმძღვანელოს პრეზენტაცია, რომელიც შეიცავს ზოგად ინფორმაციასა და განმარტებებს აღნიშნული მექანიზმის შესახებ.

დამატებითი ინფორმაცია

საქართველოში ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ბაზარი ზრდის მაღალი ტემპით გამოირჩევა. 2016 წელს ბაზრის მოცულობამ  14.6 ათას ტონას მიაღწია, ხოლო 2027 წლისათვის სავარაუდოდ 52 ათას ტონამდე გაიზრდება.

ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან შედარებით, საქართველო ოთხჯერ ნაკლებ ნარჩენ ელექტრო და ელექტრონულ მოწყობილობებს მოიხმარს. ერთ სულ მოსახლეზე საქართველოში 4.6 კგ ნარჩენი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობა მოდის, ხოლო ევროკავშირში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 18.7 კგ-ს შეადგენს.

მიუხედავად ამისა, საქართველო უკვე დადგა ნარჩენი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების მართვის თანამედროვე კონცეფციის დანერგვის აუცილებლობის წინაშე.

ელ. ნარჩენების მართვის თანამედროვე მექანიზმი ხელს  შეუწყობს პასუხისმგებლიან მოხმარებასა და წარმოებას და ადამიანისა და გარემოს დაცვას ელექტრო და ელექტრონულ მოწყობილობებში არსებული სახიფათო ნივთიერებების მავნე ზეგავლენისაგან, რომელიც მათი არასათანადოდ  განთავსებისას აქტიურდება.

ნარჩენი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების მართვას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოს ნარჩენების მართვის ახალ კოდექსში, რომელიც 2014 წელს დამტკიცდა და ძალაში 2019 წლის დეკემბერს შევა.

კოდექსი განსაზღვრავს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების კონცეფციას ნარჩენების გარკვეული სახეობებისათვის, მათ შორის ნარჩენი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობებისთვის. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ასევე შეეხება ბატარეებს და აკუმულატორებს, ხმარებიდან ამოღებულ სატრანსპორტო საშუალებებს, შესაფუთ მასალებს, ზეთებსა და საბურავებს.

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვა ხელს შეუწყობს ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებას და სათანადო განთავსებას, ხელს შეუწყობს ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვას, შექმნის ახალ ბიზნესს და სამუშაო ადგილებს.

საკონტაქტო ინფორმაცია
  • ინგა ნიკაგოსიანი, GEO, inganikagosian@gmail.com, +995 577 293979
  • ნანა ჩინჩილაკაშვილი, საქართველო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, nana.chinchilakashvili@moa.gov.ge, +995 599 502619
  • ეკატერინე ბენდელიანი, საქართველო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, +995 599 287940
  • სოფო ჭიჭინაძეe, UNDP საქართველო, sophie.tchitchinadze@undp.org, +995 599 196907
  • ირა სულავა, UNDP საქართველო, irine.sulava@undp.org, +995 599 579105

UNDP მსოფლიო

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი

ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი