მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების მხარდაჭერა

Wed Nov 01 00:00:00 UTC 2017

ფოტოს ავტორი: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნეს კომპანიების, ასოციაციებისა და სავაჭრო პალატების 70-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო დაინტერესებული მხარეების შეხვედრას საქართველოში მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობის პრინციპის დანერგვის შესახებ, რომელიც 2017 წლის 1 ნოემბერს  გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობის მოდელებსა და საკანონმდებლო პრაქტიკაზე განვითარებულ ქვეყნებში, საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე და ნარჩენების მართვის კოდექსზე, რომელიც ძალაში შედის 2019 წლის 1 დეკემბრიდან. შეხვედრაზე ასევე გაიმართა მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობის სახელმძღვანელოს წარდგენა.

შეხვედრის ინიციატორი იყო ქართული არასამთავრობო   ორგანიზაცია „Georgia’s Environmental Outlook” – GEO, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის მთავრობის და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით.

შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს შომბი შარპმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში, და ეკატერინე გრიგალავამ, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ.

დამატებითი ინფორმაცია

ნარჩენების მართვის კოდექსი რიგ ახალ ვალდებულებებს აკისრებს როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებს. ერთ-ერთი ასეთი მოთხოვნაა „მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების“ (მგვ) პრინციპის დანერგვა საქართველოში. კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, 2019 წლის დეკემბრიდან პროდუქტის მწარმოებლები და ბაზარზე განმათავსებლები ვალდებულნი იქნებიან, უზრუნველყონ პროდუქტისგან წარმოქმნილი სპეციფიკური ნარჩენის გარემოზე უარყოფითი გავლენის შემცირება და ასეთი ნარჩენების აღდგენა/განთავსება.

აღნიშნული პრინციპი სრულიად ახალია საქართველოსათვის. მისი დანერგვა მოითხოვს არა მარტო შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შემუშავებას, არამედ ცნობიერების ამაღლებას სახელწიფო სტრუქტურებსა და კერძო სექტორში.

საკონტაქტო ინფორმაცია
  • ინგა ნიკაგოსიანი, GEO, inganikagosian@gmail.com, 577 293979
  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, sophie.tchitchinadze@undp.org, +995 599 196907
  • ეკატერინე ბენდელიანი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, pr@moe.gov.ge, +995 599 287940

UNDP მსოფლიო

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი

ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი