სამოქალაქო საზოგადოების როლის გაზრდა საქართველოს რეგიონულ განვითარებაში

Mon Oct 24 00:00:00 UTC 2016

ნილს სკოტი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში, და თენგიზ შერგელაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე. ფოტოს ავტორი: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

თბილისში გაიხსნა ორდღიანი კონფერენცია საქართველოს რეგიონული და ადგილობრივი განვითარების საკითხებზე.

კონფერენცია შეაჯამებს 2015 და 2016 წლებში განხორციელებული მცირე გრანტების პროგრამის შედეგებს, რომელმაც შესაძლებლობა მისცა არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციებს განეხორციელებინათ ადგილობრივი ინიციატივები ეკონომიკური და სოციალური განვითარების სხვადასხვა სფეროში. მცირე გრანტების პროგრამის მიზანი იყო როგორც ადგილობრივი პრობლემების მოგვარება, ასევე თანამშრომლობის ხელშეწყობა მოქალაქეთა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის.

ინიციატივა განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის „სამოქალაქო განვითარების სააგენტო“ (სიდა) მონაწილეობით, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისისა (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით.

არასამთავრობო დ სათემო ორგანიზაციების პროექტები შესრულდა საქართველოს ექვს რეგიონში - გურიაში, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და იმერეთში. სამოქალაქო საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა მუნიციპალური მომსახურება, გზების უსაფრთხოება, განათლება, გარემოს დაცვა, ენერგო ეფექტურობა და მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

„მცირე გრანტების პროგრამას წვლილი შეაქვს რეგიონულ და ადგილობრივ განვითარებაში არა მხოლოდ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებით, არამედ კონკრეტული ადგილობრივი პრობლემების გადაჭრითაც. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროგრამის მეშვეობით ხდება ადგილობრივი საზოგადოების - არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და აქტიური მოქალაქეების ჩართვა პროექტის მიზნების მიღწევაში. პროგრამის მონაწილეებმა შეიძინეს როგორც მუნიციპალურ, ასევე რეგიონულ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გამოცდილება, რისი ნაკლებობაც საგრძნობია საქართველოში,“ - თქვა კონფერენციის გახსნაზე თენგიზ შერგელაშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ.

მცირე გრანტები უფრო ფართო ინიციატივის ნაწილია, რომელსაც განახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ხელშეწყობით. ხუთწლიანი ინიციატივა, რომელიც 2012 წელს დაიწყო და 2017 წლის მაისამდე გაგრძელდება, მიზნად ისახავს მმართველობის დეცენტრალიზაციის ხელშეწყობას და რეგიონული და ადგილობრივი განვითარების საუკეთესო ევროპული მოდელების დანერგვას საქართველოში.

„რეგიონული და ადგილობრივი მმართველობის რეფორმის წარმატება დამოკიდებულია საქართველოს მოქალაქეთა აქტიურობისა და ჩართულობის ხარისხზე, რადგან სწორედ მოქალაქეები წარმოადგენენ ამ რთული პროცესის ჭეშმარიტ მფლობელებს. გაეროს განვითარების პროგრამის კვლევის მიხედვით, მოქალაქეთა ჩართულობა ადგილობრივ თვითმმართველობაში კვლავაც დაბალია და 20 პროცენტს არ აღემატება. სამოქალაქო საზოგადოებისა და სათემო ორგანიზაციების ინიციატივები ერთი მხრივ ხელს უწყობს ადგილობრივ მაცხოვრებლთა აქტიურ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებაში, ხოლო მეორე მხრივ, ეხმარება ადგილობრივ ხელისუფლებას უკეთ გაიაზროს და გაითვალისწინოს მოქალაქეთა მოთხოვნები“, - განაცხადა ნილს სკოტმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში.

კონფერენცია „სამოქალაქო საზოგადოების როლი რეგიონულ განვითარებაში“ გაგრძელდება 25 ოქტომბერს, როდესაც  შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ მცირე გრანტების პროგრამის კონკრეტულ შედეგებს და ისაუბრებენ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. 

საკონტაქტო ინფორმაცია

UNDP მსოფლიო

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი

ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი