სოციალური სიკეთის სამიტი 2016: ინოვაციური იდეები თანასწორობისა და შესაძლებლობებისთვის

Fri Sep 30 00:00:00 UTC 2016

თბილისში დაიწყო ორდღიანი ინოვაციური სემინარი „I Can / მე შემიძლია“, რომლის მიზანია აქტიური ცხოვრების წინაპირობების შექმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. სემინარის მონაწილეები იმსჯელებან შშმ პირების საჭიროებებზე მორგებულ ტრანსპორტზე და საქართველოს საზოგადოებაში არსებულ სტიგმასა და სოციალურ სტერეოტიპებზე. 

ინოვაციურ სემინარში მონაწილეობენ სხვადასხვა პროფესიისა და ინტერესების მქონე ადამიანები - საჯარო მოხელეები, უფლებათა დამცველები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ბიზნესის წარმომადგენლები, კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტები, დიზაინერები, მუსიკოსები, სტუდენტები. ინიციატივის მხარდაჭერა შესაძლებელია სოციალურ მედიაში ჰეშთეგით #ICan #მეშემიძლია.   

„მთელს მსოფლიოში ადამიანები ირჩევენ ისეთ მომავალს, რომელიც თავისუფალია დისკრიმინაციისაგან და სადაც ყველას თანაბრად შეუძლია ჩაერთოს აქტიურ ცხოვრებაში. ამის მიღწევა შესაძლებელია, თუ ყველა ერთად მივაგნებთ არსებული პრობლემების რეალისტურ და ეფექტურ გადაწყვეტილებებს“, - თქვა სემინარის გახსნაზე შომბი შარპმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში.

ინოვაციური სემინარის ორგანიზატორია გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ევროკავშირისა და თურქეთის მთავრობის ხელშეწყობით და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინოვაციური სერვისების ლაბორატორიასთან "სერვისლაბ" ერთად.

„სემინარის მონაწილეების ინოვაციური იდეები საფუძველს ჩაუყრიან კონკრეტულ ინიციატივებს, რომლებიც ხელს შეუწყობენ ადამიანის უფლებების დაცვას საქართველოში და ახალ პერსპექტივას შექმნიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის“, - თქვა ნატალია ჯალიაშვილმა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამინის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსმა.  

სემინარის გახსნას ასევე დაესწრნენ ნინა ხატისკაცი, თბილისის მერის მოადგილე, და ნანა წიკლაური, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე. 

ინოვაციური სემინარი „I Can / მე შემიძლია“ ეხმიანება სოციალური სიკეთის სამიტს, Social Good Summit, რომელიც ყოველწლიურად იმართება გაეროს ინიციატივით მსოფლიოს 190-მდე ქვეყანაში. წლევანდელი სამიტის მთავარი საკითხია მსოფლიოს განვითარების ახალი დღის წესრიგი - მდგრადი განვითარების მიზნები, რომელთა შესახებ შეთანხმება შედგა 2015 წლის ბოლოს.    

საკონტაქტო ინფორმაცია

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო,  sophie.tchitchinadze@undp.org, 599 196907

UNDP მსოფლიო

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი

ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი