დასაქმების რეგიონული ფორუმი

Wed Oct 28 00:00:00 UTC 2015

UNDP-ს ხელმძღვანელი საქართველოში ნილს სკოტი მიესალმა საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს. ფოტო: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

სამუშაო ადგილების შექმნა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა აზერბაიჯანში, ბელორუსში, მოლდოვაში, უკრაინაში, საქართველოსა და სომხეთში.

საქართველო მასპინძლობს რეგიონულ ფორუმს სამუშაო ადგილების შექმნისა და დასაქმების ეროვნული ბაზრების განვითარების  საკითხებზე. კონფერენციაში, რომელიც გაიხსნა 2015 წლის 28 ოქტომბერს, მონაწილეობს 130-ზე მეტი დელეგატი რეგიონის ექვსი სახელმწიფოდან - აზერბაიჯანიდან, ბელორუსიდან, მოლდოვადან, უკრაინიდან, საქართველოსა და სომხეთიდან. კონფერენციის ორგანიზატორია საერთაშორისო ორგანიზაციების ჯგუფი, რომელშიც შედიან: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), მსოფლიო ბანკი, შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში და შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO).

კონფერენცია გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა

რასტისლავ ვრბენსკიმ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) რეგიონული ჰაბის მენეჯერმა ევროპასა და დსთ-ს ქვეყნებში, თავის მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა:

„სრული და პროდუქტული დასაქმება ყველასთვის მსოფლიოს განვითარების ახალი დღის წესრიგის - მდგარდი განვითარების მიზნების შემადგენელია. ადამიანთა დასაქმება კომპლექსური საკითხია, რომელიც მოითხოვს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მოსახლეობის კოორდინირებულ ძალისხმევას. საქმე ეხება არა მარტო ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. მთავარია ისეთი საზგადოების აშენება, რომელიც სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპებს ეფუძნება, სადაც სოციალური და გარემოსდაცვითი საკითხები არაა  გამიჯნული ერთმანეთისგან, და სადაც ყველას აქვს შესაძლებლობა საკუთარი წვლილი შეიტანოს თავისი ოჯახების, თემებისა და ქვეყნების კეთილდღეობაში. გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მიესალმება ამ რეგიონულ ფორუმს, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს ვითანამშრომლოთ მთავრობებთან, კერძო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ყველა სხვა დაინტერესებულ მხარესთან და ერთად მოვიძიოთ დასაქმების გამოწვევასთან გამკლავების ახალი, ინოვაციური გზები. დღეს დაწყებული დიალოგი მომავალშიც უნდა გაგრძელდეს. ვერც ერთი ჩვენთაგანი ვერ მიაღწევს წარმატებას მარტო“.

შემდეგი ორი დღის მანძილზე, კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ უმუშევრობის გამომწვევ მიზეზებს ექვს ქვეყანაში და იმსჯელებენ ისეთ ინოვაციურ მიდგომებზე დასაქმების ეროვნული ბაზრების განვითარების საქმეში, რომლებიც დასაქმებასა და მდგრად მწვანე ეკონომიკაზე გადასვლას ერთ ჭრილში განიხილავენ და პოლიტიკური დიალოგის ცენტრში მოაქცევენ. პლენარულ სესიებსა და დისკუსიებს ფასილიტირებას გაუწევენ გაეროსა და მსოფლიო ბანკის მაღალი რანგის წარმომადგენლები. 

ენდრიუ მეისონმა, მსოფლიო ბანკის გლობალური ქსელის ხელმძღვანელმა სოციალური დაცვის და შრომის საკითხებში, აღნიშნა:

„სამუშაო ადგილები მსოფლიო ბანკის სტრატეგიული პრიორიტეტია, განსაკუთრებით ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. ჩვენი კვლევები აჩვენებს, რომ სწორედ დასაქმება განაპირობებს სიღარიბიდან ამოსვლას და ეკონომიკური ზრდის შედეგად შექმნილი შესაძლებლობების გამოყენებას, რაც პირდაპირ ეხმიანება გაზიარებული კეთილდღეობის კონცეფციას. ჩვენს რეგიონულ ანგარიშში “Back to Work” („დავუბრუნდეთ შრომას“) მითითებულია წარმატების რამდენიმე წინაპირობა: მაკრო-ეკონომიკური და ფისკალური ჩარჩოს შენარჩუნება; კერძო სექტორის ზრდისათვის ხელსაყრელი რეგულაციური გარემოს შექმნა ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად; და სამუშაო ძალის მომზადება ამ ახალი სამუშაო ადგილების ასათვისებლად. ეს უკანასკნელი უნდა განხორციელდეს დასაქმების ბაზარზე მორგებული განათლებისა და გადამზადების გზით, ისევე როგორც ისეთი ფისკალური და სოციალური პოლიტიკის გატარებით, რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანების აქტიობას დასაქმების ბაზარზე, იმ ახალი სექტორებისა და რეგიონების ათვისებას, სადაც დასაქმების ალბათობა უფრო მაღალია. ამ კონფერენციაზე შევიკრიბეთ იმისთვის, რომ განვსაზღვროთ არსებული გამოწვევები და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა წარმატების მისაღწევად.“

დასაქმების ფორუმის პირველ დღეს, 28 ოქტომბერს, გაიმართა სიღრმისეული მსჯელობა კერძო სექტორთან თანამშრომლობის თაობაზე რეგიონში მეტი და უკეთესი სამუშაო ადგილების შესაქმნელად. დისკუსია ასევე შეეხო სახელმწიფო სერვისების მნიშვნელობას კვალიფიციური სამუშაო ძალის განვითარების საქმეში. მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ დასაქმების სტრატეგიებიუნდა შეესაბამებოდეს თითოეული ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებს. ასევე ისაუბრეს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაზე, როგორც სამუშაო ადგილების შექმნის მნიშვნელოვან წინაპირობაზე.

ფორუმის მონაწილეებმა იმსჯელეს დასაქმების საჯარო სამსახურებზეც, რომლებიც პირდაპირ არ ქმნიან სამუშაო ადგილებს, მაგრამ მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრიათ დასაქმების ბაზრის განვითარებაში, ბაზრის ინფორმაციის მართვასა და დასაქმებისათვის აუცილებელი უნარების შეფასებაში. სხვა სახელმწიფო სერვისებთან ერთად, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება და სოციალური დახმარება, დასაქმების საჯარო სამსახურები კრიტიკულ როლს თამაშობენ ინკლუზიური გარემოს შექმნასა და დასაქმების გაზრდაში. 

ოლივიე ბურკიმ, შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელმა სამხრეთ კავკასიაში, აღნიშნა:

„უმუშევრობის მაღალი ხარისხი ბევრი განვითარებადი და გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნის სენია. ამის ძირეული მიზეზი იმაშია, რომ ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვერ პოულობენ დასაქმებას, რომელიც მათ უნარებს შეესაბამება. შვეიცარიას დიდი გამოცდილება აქვს ასეთი ქვეყნების ხელშეწყობაში, შექმნან დასაქმების მეტი შესაძლებლობა და უზრუნველყონ თავისი მოქალაქეების დაცული და ღირსეული მომავალი. საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, შვეიცარია წამყვან როლს თამაშობს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემების შექმნაში მსოფლიოს ბევრ რეგიონში, სადაც ეს ხელს უწყობს უმუშევრობასთან ბრძოლას. ჩვენი ძალისხმევა მიმართულია პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემის განვითარებაზე, სასწავლო პროგრამებისა და სწავლების მეთოდების დახვეწაზე, მასწავლებლების გადამზადებაზე და თეორიისა და პრაქტიკის დაახლოებაზე სასწავლო პროცესში. თავისი განვითარების სააგენტოს მეშვეობით, შვეიცარიას საკუთარი წვლილი შეაქვს იმ ერთობლივ ძალისხმევაში, რომლის მიზანია უმუშევრობის შემცირება პარტნიორ ქვეყნებში“. 

კონფერენციის მეორე დღეს, 29 ოქტომბერს, გაიმართება მსჯელობა სამუშაო უნარების განვითარების სტრატეგიებზე და პროფესიულ განათლებასა და გადამზადებაზე, განსაკუთრებით თითოეული ქვეყნის ეკონომიკის ახალ და სწრაფად მზარდ სექტორებში. განსაკუთრებული ყურადღების საგანი იქნება დასაქმების მიმართ კომპლექსური და მრავალ-სექტორული მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს მსოფლიოს გადასვლას მდგრადი განვითარებისა და მწვანე ეკონომიკის მოდელებზე. 
ჰაინც ქოლერის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) გენერალური დირექტორის მოადგილისა და ევროპისა და ცენტრალურ აზიის რეგიონული დირექტორის, სიტყვებით:

„თანამედროვე დემოგრაფიული ტენდენციების წყალობით, 40 მილიონამდე ადამიანი ყოველწლიურად  მიმართავს დასაქმების ბაზარს, რაც ნიშნავს, რომ დღეიდან 2030 წლამდე მსოფლიო ეკონომიკამ უნდა შექმნას 600 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი. ზრდის ამჟამინდელი და პროგნოზირებადი მაჩვენებელი ოპტიმიზმის საბაბს არ გვაძლევს. როგორც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა თავის ბოლოდროინდელ გამოსვლაში, შრომის სამყარო დღეს ხასიათდება „ფართოდ გავრცელებადი დაუცველობით“. ამ ვითარებაში სანდო და დაცული დასაქმება უფრო გამონაკლისია, ვიდრე წესი. ხელფასის მქონე დასაქმებულთა მხოლოდ მეოთხედი მუშაობს სრულ განაკვეთზე. განსაკუთრებული დარტყმის ქვეშ ექცევა საშუალო ფენა, რომლის შემოსავალი ან გაყინულია ან მცირდება. დაუცველი შრომის სამყაროს ძირითადი მახასიათებელია არაფორმალური დასაქმება. მსოფლიოს სამუშაო ძალის თითქმის ნახევარი დასაქმებულია და წარმოებას ეწევა სწორედ არაფორმალური ეკონომიკის ხარჯზე. ამასთან დაკავშირებით, მინდა გავიხსენო გასულ ივნისში ჩატარებული საერთაშორისო შრომის კონფერენციის რეკომენდაცია #204, რომლის მიხედვით არაფორმალურიდან ფორმალურ ეკონომიკაზე გადასვლა წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა ასობით მილიონი მშრომელისათვის მთელს მსოფლიოში“.

კონფერენციის მონაწილეთა შორის არიან ექვსი მონაწილე ქვეყნის - აზერბაიჯანის, ბელორუსის, მოლდოვის, უკრაინის, საქართველოსა და სომხეთის მთავრობების, სამოქალქო საზოგადოებისა და ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო ექსპერტებიდასაქმების საკითხებში.

კონფერენციის შედეგები შეაჯამა ედ მელქერტმა- 1990-იანი წლების ცნობილმა ჰოლანდიელმა პოლიტიკოსმა და მსოფლიო ბანკისა და გაეროს მაღალი რანგის პირმა სხვადასხვა წლებში.

დასაქმების პირველი რეგიონული ფორუმი დაიხურა 2015 წლის 29 ოქტომბერს. 

საკონტაქტო ინფორმაცია
  • UNDP საქართველო: სოფო ჭიჭინაძე, sophie.tchitchinadze@undp.org, +995 599 196907
  • მსოფლიო ბანკი: ინგა პაიჭაძე, ipaichadze@worldbank.org, +995 32 2913096
  • შვეიცარიის განვითარების ოფისი სამხრეთ კავკასიაში: ეკატერინე ყვავაძე, eka.kvavadze@eda.admin.ch, +995 32 2253682
  • შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია: ოლგა კულაევა. koulaeva@ilo.org, +7 903 680 5919

UNDP მსოფლიო

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი

ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი