საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა კატასტროფათა რისკის შემცირების საკითხებში

Thu Mar 20 00:00:00 UTC 2014

მარცხნიდან მარჯვნივ: ხათუნა გოგალაძე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, ნილს სკოტი, გაეროს ხელმძღვანელი საქართველოში, ჰაჩიმ ბადჯი, CADRI-ის უფროსი კოორდინატორი. 2014. ფოტო: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია დახმარებას გაუწევს საქართველოს კატასტროფათა რისკის შემცირების ეროვნული სისტემების გაძლიერებაში. დღეს გამართულ შეხვედრაზე შედგა გაეროს შეფასების მისიის პირველადი შედეგების წარდგენა.  ეროვნული შესაძლებლობების შეფასება კატასტროფათა რისკის შემცირების სფეროში განახორციელა ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების სამუშაო ჯგუფმა.

„საქართველო მუდმივად დგას ბუნებრივი კატასტროფების რისკის წინაშე, რაც საგრძნობ საფრთხეს უქმნის როგორც ქვეყნის ეკონომიკას, ასევე ჩვენს მოქალაქეებს. საერთაშორისო დახმარება და რჩევა კატასტროფათა რისკის შემცირების საკითხებში ნამდვილად მისასალმებელია“, - თქვა ხათუნა გოგალაძემ, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა.

ორკვირიანი მისიის მსვლელობაში, სამუშაო ჯგუფმა შეისწავლა საქართველოს კანონმდებლობა და ინსტიტუციური მოწყობა,კატასტროფათა რისკის მართვის არსებული მექანიზმები და გამოავლინა ის სფეროები, რომლებიც დამატებით სრულყოფას საჭიროებენ.
ჯგუფის მიერ შემუშავებულ პირველად შეფასებას მოჰყვება კონსულტაციები საქართველოს მთავრობასა და ყველა დაინტერესებულ მხარესთან. ამის შემდგომ შემუშავდება კატასტროფათა რისკისშემცირების შესაძლებლობების განვითარების სამოქმედო გეგმა, რომელიც წარედგინება საქართველოს მთავრობას 2014 წლის ბოლომდე.

შეფასება განხორციელდა საქართველოს მთავრობის თხოვნითა და გაეროს წარმომადგენლობის ორგანიზებით. სამუშაო ჯგუფში შევიდნენ გაეროს მუდმივმოქმედი უწყებათშორისო კომიტეტის (IASC), გაეროს სპეციალიზირებული ჯგუფის - კატასტროფების შემცირების ინიციატივის შესაძლებლობა (CADRI), გაეროს სააგენტოების, სამთავრობო უწყებების, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების  წარმომადგენლები.

„კატასტროფათა რისკის შემცირება საკვანძო საკითხია განვითარების მიღწევების დასაცავად. პრევენციის მექანიზმის გარეშე, სულ რამდენიმე საათია საჭირო იმისთვის, რომ ბუნებრივმა კატასტროფამ ხაზი გადაუსვას ათწლეულების მანძილზე განხორციელებულ ინვესტიციებს“, - თქვა ნილს სკოტმა, გაეროს ხელმძღვანელმა საქართველოში.

შეფასების ჯგუფი მუშაობდა საქართველოში 10-20 მარტს. ჯგუფის ექსპერტები შეხვდნენ შესაბამისი სამინისტროებისა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების, დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ჯგუფის წევრებმა ასევე კონსულტაციები გაიარეს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებთან საქართველოს რეგიონებში - კახეთში, რაჭაში, იმერეთსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

საკონტაქტო ინფორმაცია

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, sophie.tchitchinadze@undp.org, 599 196907

ინგა ნიკაგოსიანი, გარემოსა  და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, pr@moe.gov.ge; +995 32 2727224; +995 577293979

UNDP მსოფლიო

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი

ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი