საგრანტო კონკურსი: ჭკვიანი სოფლები (მე-2 გამოცხადება)

ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) აცხადებენ საგრანტო კონკურს 'ჭკვიანი სოფლების' კონცეფციის განვითარებისთვის

21 June 2021

ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) აცხადებენ საგრანტო კონკურს „ჭკვიანი სოფლების“ კონცეფციის განვითარებისთვის.

კონკურსის მიზანია პანდემიით გამოწვეული კრიზისის საპასუხო ღონისძიებების მხარდაჭერა საქართველოს სასოფლო დასახლებებში, რომლებიც პრაქტიკულ ზომებსა და ინოვაციებზე იქნება ორიენტირებული  და ხელს შეუწყობს ახალი შესაძლებლობების გამოყენებას სამუშაო ადგილების შექმნისა და შემოსავლების ზრდის მიმართულებით მოწყვლადი ჯგუფების არსებითი ჩართვის გზით.

„ჭკვიანი სოფლების“ საგრანტო პროექტები უნდა განხორციელდეს არანაკლებ ერთი სოფლის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ქედა, ხულო, ბორჯომი, ახალქალაქი, თეთრიწყარო, ყაზბეგი, ლაგოდეხი და დედოფლისწყარო.

ორგანიზაციებს, რომლებიც იყენებენ „ლიდერ“ მიდგომას, ენიჭებათ უპირატესობა.

დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: https://bit.ly/3goJE2d

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 10 ივლისი 2021, 18:00

საკონტაქტო პირი:  ლილიანა გურეშიძე, liliana.gureshidze@undp.org

***

საგრანტო კონკურსი ტარდება ევროკავშირის (EU) უფრო ფართომასშტაბიანი პროგრამის, ENPARD საქართველოს ფარგლებში, რომელიც სოფლის განვითარების ეფექტიანი პოლიტიკის შექმნასა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდას ემსახურება.

პროგრამა ENPARD 2013 წლიდან ხორციელდება, ხოლო მისი ბიუჯეტი 179.5 მილიონ ევროს შეადგენს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ-გვერდს: www.enpard.ge