ევროკავშირი (EU), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტო იწვევენ დამწყები და მოქმედი  ბიზნესების წარმომადგენლებს სოფლად არასასოფლო-სამეურნეო საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

საგრანტო პროგრამის მიზანია სოფლად ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის შესაბამისი პირობების უზრუნველყოფა, ეკონომიკური დივერსიფიკაცია სოფლად სამეწარმეო საქმიანობის განვითარების ხელშეწყობის გზით და სოფლად გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება და კლიმატის ცვლილებების შერბილების ღონისძიებების ხელშეწყობა.

პროგრამა განხორციელდება შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ქედა, ხულო, ბორჯომი, ახალქალაქი, თეთრიწყარო, ყაზბეგი, ლაგოდეხი და დედოფლისწყარო.

საგრანტო კონკურსი ტარდება ევროკავშირის (EU) უფრო ფართომასშტაბიანი პროგრამის, ENPARD საქართველოს ფარგლებში, რომელიც სოფლის განვითარების ეფექტიანი პოლიტიკის შექმნასა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდას ემსახურება. პროგრამა ENPARD 2013 წლიდან ხორციელდება, ხოლო მისი ბიუჯეტი 179.5 მილიონ ევროს შეადგენს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ-გვერდს: www.enpard.ge  

თანადაფინანსება გაიცემა შემდეგი კომპონენტების მიხედვით:

  1. სამეწარმეო საქმიანობების დაწყებისთვის და განვითარებისთვის. მინიმალური საგრანტო მოცულობა ერთ ბენეფიციარზე შეადგენს 20,000 ლარს და მაქსიმალური: 300,000 ლარს, თუმცა თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა თითოეულ პროექტზე განსაზღვრულია არაუმეტეს 170,000 ლარით, რომელიც არ აღემატება პროექტის ჯამური ღირებულების 80%-ს.
  2. საწყის ეტაპზე,  ბიზნეს საქმიანობისთვის  განახლებადი და ენერგოეფექტური რესურსების გამოყენებაზე გათვლილი პროექტები,. მინიმალური საგრანტო მოცულობა: 1,500 ლარი და მაქსიმალური: 30,000 ლარი ერთ პროექტზე, რომელიც არ აღემატება პროექტის ჯამური ღირებულების 80%-ს.

პროგრამაში განაცხადების მიღება განხორციელდება ორ ეტაპად:

  1. განაცხადების და ბიზნეს მოდელის (ბიზნეს კანვას მოდელის საფუძველზე) ან განახლებადი ენერგიების და ენერგო ეფექტური დეტალური პროექტის მიღება და შეფასება.
  2. ბიზნეს გეგმის/განახლებადი ენერგიების და ენერგო ეფექტური დეტალური პროექტის მიღება და თანადაფინანსების კომიტეტზე წარდგენა/შეფასება.

პროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება პროექტები, რომლებიც უკავშირდება:

  • სამხედრო, ბირთვულ, სპირტის და ალკოჰოლური სასმელების, თამბაქოს, და სახიფათო ნივთიერებების წარმოებას;
  • სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველად და სურსათის წარმოებას (გამონაკლისის სახით დაიშვება ამ საქმიანობებთან დაკავშირებული ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიების გამოყენების პროექტები);
  • სათამაშო ბიზნესს, აზარტული თამაშებს;
  • საფინანსო მომსახურებას (მათ შორის სალომბარდო);
  • საქველმოქმედო და რელიგიურ საქმიანობას;
  • ვაჭრობას.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2021 წლის 31 მარტი

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ მისამართზე: http://undp.rda.gov.ge/

საკონტაქტო ინფორმაცია:

  • სოფლის განვითარების სააგენტო, ცხელი ხაზი: 1501
Icon of SDG 01 Icon of SDG 08

UNDP მსოფლიო

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი

ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი