ტრენინგი: შეფუთვების ტექნოლოგია და წრიული ეკონომიკა

ტრენინგი შესაფუთი მასალების მწარმოებელი და შემფუთველი კომპანიებისთვის

4 October 2021

ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) PMAG შემფუთველთა კლასტერთან თანამშრომლობით იწვევენ შესაფუთი მასალების მწარმოებელი და შემფუთველი კომპანიების წარმომადგენლებს სემინარში „შეფუთვების ტექნოლოგია და წრიული ეკონომიკა“ მონაწილეობის მისაღებად. ოთხდღიან ონლაინ სასწავლო კურსს შეფუთვების მსოფლიო ორგანიზაციის (WPO) წარმომადგენლები ჩაატარებენ.

კურსი შედგება ოთხი შეხვედრისგან, რომლებიც 2021 წლის 5-8 ოქტომბერს 10:00-13:00 საათზე გაიმართება.

ტრენინგის პროგრამა

5 ოქტომბერი, სამშაბათი

დრო: 10:00-13:00 (3 საათი)

  • მსოფლიოს შემფუთველთა ორგანიზაციის შესახებ
  • შესაფუთი მასალები - ქაღალდი და მუყაო
  • შესაფუთი მასალები - გოფრა
  • შესაფუთი მასალები - პლასტიკი, პლასტმასი

6 ოქტომბერი, ოთხშაბათი

დრო: 10:00-13:00 (3 საათი)

  • შესაფუთი მასალები - ლითონი
  • შესაფუთი მასალები - შუშა
  • შეფუთვების მარკეტინგი, ბრენდის შექმნა და პროდუქტის სასიცოცხლო ციკლი

7 ოქტომბერი, ხუთშაბათი

დრო: 10:00-13:00 (3 საათი)

  • შეფუთვის ზოგადი პრინციპები
  • ცირკულარული ეკონომიკა და მდგრადობა
  • სურსათის უვნებლობა
  • ხარისხის მენეჯმენტი და „Lean Six Sigma”

8 ოქტომბერი, პარასკევი

დრო: 10:00-13:00 (3 საათი)თანამედროვე შეფუთვები

  • დამცავი შეფუთვა
  • გლობალური შეფუთვის ტენდენციები და სტატისტიკა
  • შეფუთვების მომავალი

რეგისტრაცია:

ტრენინგზე რეგისტრაციისთვის დააჭირეთ აქ.

საკონტაქტო ინფორმაცია:

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ PMAG შეფუთვების კლასტერს:

###

ტრენინგი ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივის ფარგლებში „ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“, რომელიც ხორცილდება გაეროს სააგენტოების მიერ  კერძო სექტორთან თანამშრომლობით და რომლის მთლიანი ბიუჯეტი 6 მილიონ  აშშ დოლარს შეადგენს. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართულ მეწარმეობას, საკანონმდებლო ველის გაუმჯობესებას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ევროკავშირთან თანამშრომლობის განმტკიცებას.