საგრანტო კონკურსი: სტრატეგიული ინვესტიციები ზრდისთვის შეფუთვების მიწოდების ჯაჭვის კომპანიებისთვის

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობენ საქართველოში შეფუთვების მიწოდების ჯაჭვის განვითარებას

26 February 2021

ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) აგრძელებენ განაცხადების მიღებას საგრანტო პროგრამაზე: „სტრატეგიული ინვესტიციები ზრდისთვის შეფუთვების მიწოდების ჯაჭვის კომპანიებისთვის“.

საგრანტო პროგრამის მიზანია, დახმარება აღმოუჩინოს კომპანიებს, რომელთაც სჭირდებათ თანადაფინანსება ბიზნეს საქმიანობის გასაუმჯობესებლად. ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობის შედეგად, კომპანიები შეძლებენ გაყიდვებისა და დასაქმების გაზრდას, პროდუქციის ხარისხისა თუ საწარმოო პროცესების გაუმჯობესებას, დამატებითი ღირებულების შემქმნელი პროდუქტებისა თუ მომსახურების შექმნასა და განახლებას.

საგრანტო პროგრამა ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივის ფარგლებში „ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“, რომელიც ხორცილდება გაეროს სააგენტოების მიერ  კერძო სექტორთან თანამშრომლობით და რომლის მთლიანი ბიუჯეტი 6 მილიონ  აშშ დოლარს შეადგენს. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართულ მეწარმეობას, საკანონმდებლო ველის გაუმჯობესებას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ევროკავშირთან თანამშრომლობის განმტკიცებას.    

საგრანტო პროგრამის პრიორიტეტული სფეროები:

  • საწარმოო სიმძლავრეებისა და პროცესების განახლება და მოდერნიზაცია.
  • პროდუქტისა ან მომსახურების დამატებული ღირებულების ზრდა - ხარისხის გაუმჯობესება, ინოვაციური მიდგომების დანერგვა, პროდუქტის განახლება ან ახალი პროდუქტის დანერგვა.
  • წარმოების/მომსახურების პროცესებში ხარისხობრივი ცვლილებების შეტანა - საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების დანერგვა და სერტიფიცირების პროცესის ხელშეწყობა.
  • ნარჩენებისა და მეორადი ნედლეულის გადამუშავება და მწარმოებელთა გაფართოებული ვალდებულებების დანერგვის ხელშეწყობა.

საგრანტო პროექტისთვის მოთხოვნილი თანხა:

  • მინიმალური თანხა: 5,000 აშშ დოლარი.
  • მაქსიმალური თანხა: 50,000 აშშ დოლარი.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2021 წლის 23 აპრილი

ღია კარის დღეები:

  • 25 თებერვალი, 14:00 საათი
  • 11 მარტი, 16:00 საათი
  • 18 მარტი, 16:00 საათი
  • 25 მარტი, 16:00 საათი
  • 8 აპრილი, 16:00 საათი
  • 15 აპრილი, 16:00 საათი

ღია კარის დღეებზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია და მიიღეთ მონაწილეობის დასტური ელ. ფოსტის მეშვეობით.

საკონტაქტო ინფორმაცია: grants@pmag.ge

საგრანტო კონკურსის განცხადება სრულად: http://pmag.ge