ღია კონკურსი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის

გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მცირე გრანტების პროგრამა (SGP) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) იწყებენ განაცხადების მიღებას მცირე გრანტების პროგრამის ეროვნული მმართველი საბჭოს წევრობისთვის

7 October 2021

გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მცირე გრანტების პროგრამა (SGP) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) იწყებენ განაცხადების მიღებას მცირე გრანტების პროგრამის ეროვნული მმართველი საბჭოს წევრობისთვის.

მცირე გრანტების პროგრამის ეროვნული მმართველი საბჭო წარმოადგენს მცირე გრანტების პროგრამის გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს ეროვნულ დონეზე, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის პროგრამის განხორციელების ხელმძღვანელობას და ზედამხედველობას.

საბჭოს წევრის ფუნქციები და მოვალეობები:

  • ქვეყნის პროგრამის ხელმძღვანელობა და სტრატეგიული მიმართულების განსაზღვრა, მათ შორის ქვეყნის პროგრამის სტრატეგიის შემუშავება, განხორციელება, პერიოდული მიმოხილვა და ცვლილებების შეტანა.
  • პროექტების განხილვა და დამტკიცება ქვეყნის პროგრამის სტრატეგიის თანახმად, რომელიც მცირე გრანტების პროგრამის საოპერაციო გაიდლაინებისა და სტანდარტული პროცედურების შესაბამისად.
  • ეროვნულ დონეზე, პროექტის განხორციელების ფაზის, მათ შორის მონიტორინგისა და შეფასების (მაგალითად, საველე ვიზიტები), ზედამხედველობისა და განხორციელების ტექნიკური უზრუნველყოფა მცირე გრანტების პროექტის დოკუმენტის შესაბამისად.
  • მცირე გრანტების პროგრამის განხორციელება გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) შესაბამისი გლობალური, რეგიონული და ეროვნულის პოლიტიკის და სტრატეგიების და სხვა მესამე მხარის თანადაფინანსების მექანიზმების შესაბამისად.
  • პარტნიორობის ხელშეწყობა და რესურსების მობილიზაცია მცირე გრანტების პროგრამის პროექტისთვის ეროვნულ დონეზე.
  • მცირე გრანტების პროგრამის გამოცდილების და წარმატებების წარმოჩენა ეროვნული განვითარების დაგეგმვისა და პოლიტიკის შემუშავების პროცესში.

როგორ მივიღოთ მონაწილეობა:

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა უნდა წარადგინონ შესაბამისი კანდიდატები და გააგზავნონ მათი CV-ები ელექტრონული ფოსტით ana.shubitidze@undp.org.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 5 ნოემბერი 2021, 18:00.

კონკურსის პირობები იხილეთ აქ.

დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია GEF მცირე გრანტების პროგრამის საქართველოს ვებ-გვერდზე.

საკონტაქტო პირი:

ანა შუბითიძე, ეროვნული კოორდინატორი, 599 573436, ana.shubitidze@undp.org

###

საქართველოში გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამა დაიწყო 2012 წელს. პროგრამის მიმდინარე ეტაპის (2019-2023) ბიუჯეტი შეადგენს 500 ათას აშშ დოლარს. პროგრამის სამიზნე ლანდშაფტებს წარმოადგენს დიდი და მცირე კავკასიონის მაღალმთა, შავი ზღვის სანაპირო და სემიარიდული ანუ ნახევრად უდაბნოს ზონა. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისეთ პრიორიტეტულ საკითხებს, როგორებიც არის გადაშენების პირას მყოფი ეკოსისტემების და სახეობების კონსერვაცია სათემო ინიციატივების მეშვეობით, მდგრადი აგროკულტურის და თევზის მრეწველობის პრაქტიკის დამკვიდრება, დაბალნახშირბადიანი ენერგორესურსებისადმი ხელმისაწვდომობის უპირატესობების პოპულარიზაცია და მდგრადი ურბანული გადაწყვეტილებების ხელშეწყობა.