ონლაინ ტრენინგი: გააციფრულე შენი ბიზნესი

ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს უწყობენ სოფლად საინფორმაციო ტექნოლოგიების გავრცელებას

14 July 2021

ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) იწვევენ სოფლად მომუშავე მცირე და საშუალო მეწარმეებს ოთხი მუნიციპალიტეტიდან - ყაზბეგი, დედოფლისწყარო, ლაგოდეხი და თეთრიწყარო, ონლაინ ტრენინგზე „გააციფრულე შენი ბიზნესი“.

პროექტს ახორციელებენ  ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ლაბორატორია ‘ჯეოლაბი’ და  არასამთავრობო ორგანიზაცია ‘გერგარტი’.

3და 4 ივლისს, სოფლად მომუშავე ბიზნესებისთვის გაიმართა ონლაინ კონფერენცია თანამედროვე ტექნოლოგიების, ციფრული პლატფორმებისა და ელექტრონული ხელსაწყოების შესახებ. ონლაინ ტრენინგი ამავე ინიციატივის ნაწილია. მისი მიზანია სიღრმისეული ცოდნითა და პრაქტიკული უნარებით აღჭურვოს სოფლად მომუშავე საწარმოები და ხელი შეუწყოს მათ კომერციულ წარმატებას.

12-დღიანი ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას სტარტაპ ბიზნესის შექმნისა და მართვის შესახებ და ბიზნესისთვის საინტერესო ინოვაციური მიდგომების გამოყენებას გაეცნობიან.

ტრენინგის დაწყების თარიღი: 19 ივლისი 2021

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 17 ივლისი 2021

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://bit.ly/3eeJMzS

***

პროექტი „გააციფრულე შენი ბიზნესი’’ ხორციელდება ევროკავშირის (EU) უფრო ფართომასშტაბიანი პროგრამის, ENPARD საქართველოს ფარგლებში, რომელიც სოფლის განვითარების ეფექტიანი პოლიტიკის შექმნასა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდას ემსახურება. პროგრამა ENPARD 2013 წლიდან ხორციელდება, ხოლო მისი ბიუჯეტი 179.5 მილიონ ევროს შეადგენს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ-გვერდს: www.enpard.ge