ტრენინგი: ბიზნეს მოდელის შემუშავება

ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) სთავაზობენ კომპანიებს ტრენინგის პროგრამას „ბიზნეს მოდელის შემუშავება“

14 July 2021

ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), PMAG შემფუთველთა კლასტერთან თანამშრომლობით, სთავაზობენ კომპანიებს ტრენინგის პროგრამას „ბიზნეს მოდელის შემუშავება“.

ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შესაფუთი მასალების მიწოდების ჯაჭვში მოღვაწე კომპანიებს და ასევე კერძო სექტორში მოღვაწე დაინტერესებულ ორგანიზაციებს.

პროგრამა ითვალისწინებს ტრენინგებისა და ქოუჩინგის შერეულ ფორმატს, რაც შესაძლებლობას მისცემს თითოეულ მონაწილეს სემინარებზე მიღებული თეორიული ცოდნა კონკრეტული ბიზნესის საქმიანობას მოარგოს.

ჯგუფური ტრენინგი შემდეგ საკითხებს მოიცავს:

  • ბიზნეს მოდელის მეთოდოლოგია.
  • კანვას ბიზნეს მოდელი.
  • შეთავაზებული ღირებულების ანალიზი.

ინდივიდუალური ქოუჩინგის დროს, მონაწილეები იმუშავებენ მათ კომპანიებზე მორგებული ბიზნეს მოდელის შედგენაზე, გაანალიზებენ მათი მიმდინარე საქმიანობის ძლიერ და სუსტ მხარებს და ჩამოაყალიბებენ კომპანიის სტრატეგიულ ხედვას. 

დეტალური ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმები მოცემულია PMAG-ის ვებგვერდზე:

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 18 ივლისი 2021

***

ინიციატივის მხარდამჭერები არიან ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), EU4Business პროგრამის ფარგლებში,  რომელიც კერძო სექტორის განვითარებას ემსახურება.