![]() |
მიზანი 13: კლიმატის ცვლილების შედეგების დაძლევა |

ერთდათ დავძლიოთ კლიმატის ცვლილება და მისი უარყოფითი შედეგები
სათბური გაზების გამოფრქვევა თითქმის 50 პროცენტით გაიზარდა 1990 წლის შემდეგ. გლობალური დათბობა იწვევს გრძელვადიან ცვლილებებს კლიმატურ სისტემაში, რამაც უახლოეს მომავალში შეიძლება შეუქცევადი ხასიათი მიიღოს. მოვიდა დაუყოვნებელი გლობალური ძალისხმევის დრო.
მსოფლიოს ასობით მილიარდ აშშ დოლარად უჯდება კლიმატის ცვლილების შედეგად გახშირებული ბუნებრივი კატასტროფები, მაგალითად, მიწისძვრები, ცუნამი, ტროპიკული ციკლონები და წყალდიდობა. ამავდროულად, კატასტროფათა პრევენციისა და მათი შედეგების შერბილებისათვის საკმარისია ყოველწლიურად მხოლოდ 6 მილიარდი აშშ დოლარის დახარჯვა.
მდგრადი განვითარების ამ მიზნის ამოცანაა 2020 წლისათვის ყოველწლიურად მოახდინოს 100 მილიარდი აშშ დოლარის მობილიზება განვითარებადი ქვეყნების ხელშეწყობისათვის.
კატასტროფებისადმი მედეგობის ზრდასთან და ადაპტირებასთან ერთად აუცილებელია ამ ზომების ინტეგრირება ეროვნულ პოლიტიკაში.
ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია, მაგრამ მოითხოვს პოლიტიკურ ნებას, თანამედროვე ტექნოლოგიების ფართო გამოყენებასა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობას. მხოლოდ ასე მივაღწევთ იმას, რომ საშუალო გლობალური ტემპერატურის ზრდის დონემ არ გადააჭარბოს 2 გრადუსს ცელსიუსის სკალაზე პრეინდუსტრიული დონის ზემოთ.
კლიმატის ცვლილების შეჩერება ერთ-ერთია მდგრადი განვითარების 17 მიზანს შორის.
მეტი ინფორმაცია მე-13 მიზნის უშუალო ამოცანებზე.
რას ვაკეთებთ
ამბავი წყალდიდობაზე
რიონის აუზი წყალდიდობის ყველაზე მაღალი რისკის მქონე ტერიტორიაა საქართველოში. ექვსი მუნიციპალიტეტის 200 ათასამდე მაცხოვრებელი წყალდიდობის მუდმივი საფრთხის წინაშე იმყოფება. წყალდიდობის მართვის თანამედროვე პრაქტიკა უფრო საიმედოდ იცავს რიონისპირა სოფლებს.more

ცხვარი, წყალი და ბალახი
თუშ მეცხვარეებს გაუჭირდებათ იმის ახსნა, თუ რა იწვევს კლიმატის ცვლილებას. სამაგიეროდ, მათ შეუძლიათ დაგანახონ, რა ხდება კლიმატის ცვლილების დროს, რადგან მის შედეგებს ყოველდღიურად გრძნობენ. more

Learning to manage droughts
and floods
Mehemmed Veliyev, a 45-year-old farmer living in Abrikh Village in Azerbaijan, had a good life. He had hectares of land where he grew fruit and hazelnut. But the environment he depended upon turned on him one day in 2008.more

Diversifying crops to cope with climate change
For Ki Her, the head of Kioutaloun village in mountainous northern Lao PDR, and 95 percent of the population who grow rice, the change in the weather over the past several years presents significant challenges.more