ზღვარზე

სოფელ აბანოს მაცხოვრებელი. ფოტოს ავტორი: დავით ხიზანიშვილი/UNDP
სოფელ აბანოს მაცხოვრებელი. ფოტოს ავტორი: დავით ხიზანიშვილი/UNDP

დაუცველობა, იმედგაცრუება და მომავლის შიში კონფლიქტის რეგიონების სევდიანი მახასიათებლებია. შიდა ქართლის მოსახლეობა ოც წელზე მეტია ცხოვრობს ომისა და მშვიდობის ზღვარზე, სტაბილურობისა და განვითარების თითქმის უიმედო მოლოდინში. რეგიონის ეთნიკურად ქართველი და ოსი მოსახლეობა თანაბრად განიცდის მოჭარბებულ პრობლემებს - განადგურებულ ინფრასტრუქტურას, სოციალური მომსახურების გაუმართაობასა და სიღარიბეს. 

ლელა ხატიაშვილი და მისი ოჯახი. ფოტოს ავტორი: დავით ხიზანიშვილი/uNDP
ლელა ხატიაშვილი და მისი ოჯახი. ფოტოს ავტორი: დავით ხიზანიშვილი/uNDP

ლელა ხატიაშვილი სოფელი აბანოს მაცხოვრებელია. სწორედ იმ აბანოსი, რომელიც მე-16 საუკუნიდან თავისი მკურნალი თერმო წყლებითაა ცნობილი. რომ არა ომი, აბანო, ალბათ, საკურორტე ადგილი გახდებოდა, სპა ცენტრებითა და აყვავებული ადგილობრივი ეკონომიკით. მაგრამ კონფლიქტის ზონის სიახლოვემ ხაზი გადაუსვა სოფლის მომავალს და აბანოს მაცხოვრებლები უკიდურესი სიღარიბის ზღვარზე მიიყვანა.

სტატისტიკა

  • შიდა ქართლის 17 სოფელი სარგებლობს გაეროსა და ევროკავშირის დახმარებით.
  • მათ შორისაა გამყოფის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 12 სოფელი და იძულებით გადაადგილებულ პირთა ორი დასახლება.
  • 2012 წლიდან ამ დახმარებით 3,000-მდე ადამიანმა ისარგებლა.

კონფლიქტის გამყოფი ხაზის მავთულხლართები სულ ახლოსაა ლელას სახლთან. შვიდი შვილის დედა, იგი უმეტესწილად დროს შინ ატარებს, რადგან აბანოში არც ბაგაა და არც საბავშვო ბაღი.

ლელა იმედით ადევნებს თვალს ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას, რომელიც 2016 წლის შემოდგომაზე უნდა დასრულდეს. დარწმუნებულია, რომ საბავშვო ბაღი არა მარტო ბავშვების გაზრდაში, არამედ დასაქმებაშიც დაეხმარება.

„ძალიან კარგია, რომ საბავშვო ბაღი გვექნება. ამას იმდენი წელია ველოდებით! ბავშვებიც მოვლილი გვეყოლება და ახალი სამუშაო ადგილებიც შეიქმნება. ეს საბავშვო ბაღი ოთხ სოფელს მოემსახურება“, - ამბობს ლელა. 

დვანის განახლებული საბავშვო ბაღი. ფოტოს ავტორი: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP
დვანის განახლებული საბავშვო ბაღი. ფოტოს ავტორი: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

სოფელ დვანში კი საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია 2014 წელს დასრულდა. ნათელი ოთახები ლამაზი ავეჯითაა გაწყობილი, სამზარეულოში ახალი დანადგარებია, ხოლო გათბობისა და ცხელი წყლის სისტემა მზის ენერგიაზე მუშაობს. უწყვეტი წყალმომარაგება საბავშვო ბაღის დირექტორის, ინგა კოპაძის, განსაკუთრებული სიამაყეა.

კომენტარი

  • ირმა კოპაძე, საბავშვო ბაღის დირექტორი: "ჩვენს ბავშვებს მართლაც განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ომისა და არასატაბილურობის შედეგად ბევრს ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს მიღებული. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ბედნიერი და უდარდელი ბავშვობა დავუბრუნოთ".

„დვანში წყალი ძალიან ჭირს, მაგრამ საბავშვო ბაღს პრობლემა აღარ ექმნება. ჩვენს ბავშვებს მართლაც განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ომისა და არასატაბილურობის შედეგად ბევრს ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს მიღებული. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ბედნიერი და უდარდელი ბავშვობა დავუბრუნოთ“, - ამბობს ირმა. 

აბანო და დვანი იმ სოფელთა რიგში არიან, რომლებიც დახმარებას გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) წარმომადგენლობისა და ევროკავშირისაგან იღებენ. მსგავსი პროექტები შიდა ქართლის სხვა სოფლებშიც მიმდინარეობს, მათ შორის გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მოსახლეობას განსაკუთრებით უჭირს.

2012 წლიდან, ამ დახმარებით სამი ათასამდე ადამიანმა და შვიდმეტმა თემმა ისარგებლა. მათ შორის, კონფლიქტის გამყოფ ხაზთან განლაგებულმა თორმეტმა სოფელმა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ორმა დასახლებამ. საბავშვო ბაღების მშენებლობის გარდა, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელშეწყობით მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის აღდგენა და შეკეთება, მცირე ფერმერთა კოოპერატივების მხარდაჭერა, პროფესიული სწავლებისა და გადამზადების პროგრამები, სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობა.

ტარიელ მუნჯიშვილი ხეხილის ბაღში. ფოტოს ავტორი: დავით ხიზანიშვილი/UNDP
ტარიელ მუნჯიშვილი ხეხილის ბაღში. ფოტოს ავტორი: დავით ხიზანიშვილი/UNDP

ტარიელ მუნჯიშვილი სოფელ კვახეთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფერმერია. მის იმედზე არა მარტო ოჯახის წევრები, არამედ მეზობლებიც არიან. ტარიელი სათავეში უდგას ფერმერთა კოოპერატივს, რომელიც ხეხილის გაშენებას ეწევა. თავად ამობს, რომ მისი წარმატების საიდუმლო და ცხოვრებისეული კრედო დაუზარელი შრომაა.

სტატისტიკა

  • შიდა ქართლის სოფლების ხელშეწყობის შედეგად, 700-მა ფერმერმა მიიღო ტექნიკური დახმარება ნერგების, სათესლე მასალისა და სასუქის სახით.
  • 130-მა ფერმერმა გაიარა პროფესიული გადამზადება რძის გადამუშავებასა და მეფუტკრეობაში.
  • 500-ზე მეტმა ისარგებლა კონსულტაციებით მცენარეთა მოვლის საკითხებში.
  • სხვადასხვა სოფელში მოეწყო 21 სადემონსტრაციო ნაკვეთი, რომელიც ახალ სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებს აცნობს ფერმერებს.

„თუ სოფელში ცხოვრობ, მიწა უნდა გქონდეს. თუ მიწა გაქვს, უნდა დაამუშავო. არ უნდა დაიზარო და ყველაფერი გექნება. აქ ბევრმა მოსპო ხეხილის ბაღები, იმიტომ რომ ხელის განძრევა არ უნდოდათ ან წარმატების არ სჯეროდათ. მაგრამ ჩვენ შრომის არ გვეშინია და იმიტომაც ყველაფერი გამოგვდის“, - ამბობს ტარიელი.

ტარიელის კოოპერატივი აქტიურად იყენებს გორის ფერმერთა საკონსულტაციო ცენტრის მომსახურებას, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით უახლესი ტექნიკით აღიჭურვა. თანამედროვე მიკროსკოპები, ნიადაგის თერმომეტრები და PH მეტრები ნიადაგისა და წყლის ანალიზის და მცენარეთა დაავადების ზუსტი დიაგნოსტიის შესაძლებლობას იძლევა.  

ტარიელი დარწმუნებულია, რომ თანამედროვე ფერმერს ახალი ტექნოლოგიებიც სჭირდება და განათლებაც.  

„საკონსულტაციო ცენტრის მომსახურებით ძალიან კმაყოფილი ვარ. მათი დახმარებით ნიადაგის ანალიზი გავაკეთეთ და სასუქი სწორად შევარჩიეთ. ბევრს არ სჯერა, რომ ეს საჭიროა და ამიტომ ან არასწორ სასუქს იყენებს, ან იმაზე მეტს, რაც ხეებს სჭირდება“, - გვიხსნის ტარიელი.

„ხეებს ის უნდა მისცე, რასაც იმსახურებენ - მზე, წყალი, საკვები და, რათქმა უნდა, შრომა. მხოლოდ მაშინ მიიღებ კარგ მოსავალს“.

ოცწლიანი წყვეტის შემდეგ აღდგენილი წყალმომარაგება სოფელ სარიბარში. ფოტოს ავტორი: დავით ხიზანიშვილი/UNDP
ოცწლიანი წყვეტის შემდეგ აღდგენილი წყალმომარაგება სოფელ სარიბარში. ფოტოს ავტორი: დავით ხიზანიშვილი/UNDP

წყალი შიდა ქართლის სოფლების მუდმივი საზრუნავია.  წყლის სისტემები მოშლილია, ხოლო არხების ნაწილი გამოყოფი ხაზის მიღმაა დარჩენილი. ყარაფილაში, სარიბარში, ზადიაანთკარსა და საკორინთლოში თითქმის 20 წლის წინ შეწყვეტილი წყალმომარაგება მხოლოდ ახლახანს, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელშეწყობით განახლდა. ახალი ჭები და წყლის არხები, შეკეთებული რეზერვუარები და კეთილმოწყობილი სოფლის წყაროები სოფლის მეურნეობასაც შეუწყობს ხელს.  

კომენტარი

  • ტარიელ მუნჯიშვილი, ფერმერი: "ჩვენ შრომის არ გვეშინია და იმიტომაც ყველაფერი გამოგვდის“.

სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივებისა და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების შეფასების მიზნით, 2015 წელს ჩატარდა კვლევა, რომლის შედეგებზე დაყრდნობით ადგილობრივი ხელისუფლება შესძლებს მოწყვლადი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებას რეგიონული განვითარების სტრატეგიების შედგენისას.

„ეკონომიკურ აქტივობას მომავლის იმედიც მოჰყვება. იმ პირობებში, როდესაც კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარება კვლავაც დიდი გამოწვევაა, გაერო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს  ადამიანების კეთილდღეობასა  და მათ სოციალურ და ეკონომიკურ საჭიროებებს. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ როგორც დევნილებს, ასევე ადგილობრივ მოსახლეობას, ხელი შევუწყოთ კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებს თავიდან ააშენონ საკუთარი ცხოვრება და შემოსავლის წყარო მონახონ“, - ამბობს ნილს სკოტი, გაეროს ხელმძღვანელი საქართველოში.

შიდა ქართლის სოფლების ხელშეწყობის შედეგად, 700-მა ფერმერმა მიიღო ტექნიკური დახმარება ნერგების, სათესლე მასალისა და სასუქის სახით, 130-მა ფერმერმა გაიარა პროფესიული გადამზადება რძის გადამუშავებასა და მეფუტკრეობაში, 500-ზე მეტმა ისარგებლა კონსულტაციებით მცენარეთა მოვლის საკითხებში. სხვადასხვა სოფელში მოეწყო 21 სადემონსტრაციო ნაკვეთი, რომელიც ადგილობრივ ფერმერებს აცნობს ხილისა და ბოსტნეულის მოყვანის ახალ სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებს. ახალუბანში გაიხსნა რძის შემკრები პუნქტი, რომელიც მეზობელ სოფლებსაც მოემსახურება.

შიდა ქართლი კვლავაც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი და გაჭირვებული რეგიონია. მაგრამ დახმარებისა და საკუთარი შრომის წყალობით ასობით მცირე ფერმერი ახლა უფრო იმედიანად შეხედავს მომავალს და სიღარიბისაგან დაღწევის გზას მონახავს. 

UNDP მსოფლიო

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი

ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი