აგრარული ხიდი ევროპასთან

თენგიზ და ზვიად მიქელაძეები მოცვის ფერმაში.   აპრილი 2015. ფოტოს წყარო: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
ფოტოს წყარო: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

მომავლის ფერმერი

„ჩვენი სოფლის მიწა არც თუ ისე მოსავლიანია. ადრე აქ სიმინდი და თამბაქო მოყავდათ. მე კარტოფილიც ვცადე, მაგრამ საკმაოდ წარუმატებლად. მოცვის მოყვანა რომ გადავწყვიტეთ, მეზობლები ეჭვის თვალით გვიყურებდნენ. თუმცა ჩვენი წარმატების შემდეგ, უკვე თვითონაც ფიქრობენ მოცვის მოშენებას“,- ამბობს სოფელ ბუთურაულის მკვიდრი, თენგიზ მიქელაძე.  

სოფლის მეურნეობა თენგიზის საყვარელი საქმეა. მოცვის მდელო მან თავის ბიძაშვილებთან, ზვიადთან და გელასთან ერთად გააშენა.

„ნიადაგი უნდა იყოს მჟავე, ორგანული, დრენაჟირებული, მაგრამ ნოტიო“,- გვიხსნის თენგიზი თავისი წარმატების საიდუმლოს.

„ნიადაგის აგრო ანალიზი რეგიონული საინფორმაციო ცენტრის მეშვეობით ჩავატარეთ, როდესაც კოოპერატივის შექმნა გადავწყვიტეთ. სწორედ მათ გვირჩიეს ლურჯი მოცვის მოშენება ამ ნიადაგზე“.

მიქელაძეების ნაკვეთი მაღალმთიან აჭარაშია, საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ რეგიონში, სადაც სოფლის მეურნეობის განვითარებას ართულებს კლდოვანი ლანდშაფტი და მიწის სიმცირე.

მიქალაძეები ახლა უფრო უფრო იმედიანად უყურებენ მომავალს. სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, მათი ახლადშექმნილი კოოპერატივი, 6,000 სხვა ფერმერთან ერთად, სარგებლობს ინდივიდუალური კონსულტაციებით აგრონომიასა და ვეტერინარიაში, რომელთაც ფერმერები იღებენ მოკლე ტექსტური შეტყობინებებისა და ინტერნეტის მეშვეობით.

პროგრამა ENPARD 2013 წელს დაიწყო და მთელს საქართველოში მუშაობს. მისი მიზანია ხელი შეუწყოს მცირე ფერმერებს, ჩამოაყალიბონ კოოპერატივები და მიიღონ თანამედროვე ინფორმაცია სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების შესახებ. აჭარაში ENPARD თანამშრომლობს გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP).

რა არის თანამედროვე კოოპერატივი?

„სოფლის მეურნეობის მეშვეობით შესაძლებელია სიღარიბის დამარცხება, სოფლად ცხოვრების გაუმჯობესება, ეკო-ტურიზმის განვითარება და ეკონომიკური უსაფრთხოების მიღწევა“, - ამბობს ხუან ეჩანოვე, ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშე სოფლის მეურნეობის სფეროში.

საქართველო ტრადიციულად აგრარული ქვეყანაა. მოსახლეობის 40 პროცენტზე მეტი სოფლად ცხოვრობს და ფერმერობას მისდევს. თუმცა ეს მაღალი პოტენციალი ბოლო წლებში თითქმის აუთვისებელია. სურსათის 80 პროცენტი იმპორტირებულია, ხოლო სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 10 პროცენტს არ აღემატება.

ასეთ მდგომარეობას სხვადასხვა მიზეზი განაპირობებს, მათ შორის მცირე ზომის ნაკვეთები, გაუმართავი ინფრასტრუქტურა, თანამედროვე ტექნოლოგიების სიმწირე, მიუწვდომელი გასაღების ბაზრები.

„მცირე ფერმერები კოოპერატივებში მეტ წარმატებას აღწევენ, ვიდრე დამოუკიდებლად. რესურსების გაერთიანებით ისინი მეტ სარგებელს იღებენ და ეკონომიკურად უფრო ეფექტურები ხდებიან“, -ამბობს ეჩანოვე.

მოგებაზე დაფუძნებული გაერთიანებები საკმაოდ  გავრცელებული პრაქტიკაა მთელს მსოფლიოში. ევროკავშირის ქვეყნებში მსხვილი და მცირე ფერმერების უმრავლესობა ერთი კოოპერატივის წევრი მაინც არის.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები ხელს უწყობს მიწის ნაკვეთების გაერთიანებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.  შედეგად,  იზრდება მოსავლიანობა და პროდუქციის ხარისხი, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტზე გატანას. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა.

2013 წელს საქართველომ მიიღო კანონი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ, რომელიც მნიშვნელოვან საგადასახადო შეღავათებს უწესებს ფერმერებს. კანონის მიღებიდან ორ წელიწადში, საქართველოში დარეგისტრირდა 870 ახალი კოოპერატივი, მათგან 41 აჭარაში ENPARD-ის ფარგლებში.

 ფოტოს ავტორი: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

ცოდნა წარმატებისათვის

მოსავალი და გასაღება ყველა ფერმერის მიზანია. ამ მხრივ საკონსულტაციო მომსახურება ანუ ექსტენცია სასოფლო-სამეურნეო ჯაჭვის ის რგოლია, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიოს მცირე ფერმერებს. ხშირ შემთხვევაში, ფერმერთა წარუმატებლობა სოფლის მეურნეობის თანამედროვე  ბაზარზე სწორედ ინფორმაციისა და განათლების სიმცირითაა განპირობებული.

„ექსტენცია და საკონსულტაციო მომსახურება აკავშირებს ფერმერებს ახალ ცოდნასთან, ბაზრის შესაძლობლობებთან, სასოფლო-სამეურნეო ინოვაციებთან“, - ამბობს შომბი შარპი, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე საქართველოში.

აჭარის აგროსერვის ცენტრი სწორედ ასეთი საინფორმაციო ხიდია. ცენტრი დაარსდა ENPARD-ის ფარგლებში,  გაეროს განვითარების პროგრამისა და აჭარის მთავრობის ხელშეწყობით და ამჯერად უკვე ხუთ ფილიალს ითვლის. ფერმერები აქ იღებენ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის ახალი მეთოდების, ფინანსური და სხვა რესურსების მართვის შესახებ. ცენტრის მეშვეობით ასევე  შესაძლებელია თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკითა და დანადგარებით სარგებლობა, ინოვაციური მეთოდების გაცნობა სადემონსტრაციო ნაკვეთებზე. ექსტენციის სპეციალისტები მუდმივად გადიან გადამზადებას. ცენტრი ასევე გამოსცემს სახელმძღვანელოებს მებაღეობაზე, მებოსტნეობასა და ვეტერინარიაზე.

„გვაქვს  სანერგე და სათბურები, სადაც მოგვყავს მანდარინის, ლიმნის, ყურძნის, მოცვის ახალი ჯიშები ჩინეთიდან, იაპონიიდან, თურქეთიდან და საბერძნეთიდან. კოოპერატივები სარგებლობენ ჩვენი ტექნიკით, მაგალითად,ჰიდროპონიკით მწვანე ბალახის წარმოებისათვის, თაფლის დაფასოების დანადგარებითა და ცოცხალი თევზის გადამზიდებით“, ამბობს გოჩა ბერიძე, აგროსერვის ცენტრის ხელმძღვანელი.

ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებებზე ხელმოწერის შემდეგ, ქართულ პროდუქტს გზა ეხსნება 28 ევროპული სახელმწიფოს ერთიან შიდა ბაზარზე. თუმცა 500 მილიონზე მეტი ევროპელი მომხმარებლის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ქვეყანამ არაერთი ვალდებულება უნდა შეასრულოს.

„თანაშრომლობის გაღრმავება, მეტი ცოდნა და უნარები, უკეთესი ტექნოლოგიები- ასე შეძლებს საქართველო საკუთარი მიზნების მიღწევას“, - ამბობს ხუან ეჩანოვე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშე სოფლის მეურნეობის სფეროში. 

მაისი 2015

UNDP მსოფლიო

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი

ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი