ვრცლად

Alt text for imageდასუფთავების სამსახური "სუფთა სამყარო" ბათუმის ბიზნეს ინკუბატორის ერთ-ერთი წარმატებული კურსდამთავრებულია. ივლისი 2011. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

2014 წლის პირველ სამ კვარტალში, საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 5.6 პროცენტით; 2013 წელთან შედარებით, ეს 1.4 %-იანი ზრდაა. ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, უკიდურესი სიღარიბის ზღვარი არ შემცირებულა და შეადგინა 9.7%. სიღარიბის დონე კი 2013 წელს შემცირდა და შეადგინა 21.4%, მაშინ როდესაც 2012 წელს ეს მაჩვენებელი 22.4% უტოლდებოდა. 

უმუშევრობის დონე საქართველოში კვლავ მაღალია (2013 წლის მონაცემებით 14.6 პროცენტი, ახალგაზრდებში კი 30). ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის 2014 წლის კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის 68 პროცენტი თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს.  

საქართველოს მოსახლეობის თითქმის 70 პროცენტი - ხშირ შემთხვევაში, იძულებით გადაადგილებული პირები, ქალები და მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობა - სოციალურად და/ან ეკონომიკურად მოწყვლადია.(გაეროს განვითარების პროგრამის კვლევა: სოციალური და ეკონომიკური მოწყვლადობა საქართველოში. 2012)

გაეროს განვითარების პროგრამა მჭიდროდ თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ხელი შეუწყოს ისეთ ეკონომიკურ აღმავლობას საქართველოში, რომელიც თითოეული ადამიანის კეთილდღეობაზე აისახება. ჩვენი პრიორიტეტებია:

  • დასაქმების ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემის ჩამოყალიბება;
  • სოფლის მეურნეობის გაძლიერება;
  • მცირე ბიზნესის მხარდაჭერა სოფლის მეურნეობის, ვაჭრობისა და მომსახურების სფეროებში;
  • ეკონომიკური რეფორმების მომზადებისა და გატარების ხელშეწყობა.

პროფესიული გადამზადება

UNDP Georgia professional educationპროფესიული კოლეჯის კურსდამთავრებულები. ფოტო: დარო სულაკაური/UNDP

2010 - 2013 წლებში 4 ათასზე მეტმა სტუდენტმა გაირა სასწავლო კურსი პროფესიულ კოლეჯებში.  კურსდამთავრებულთა 70 პროცენტზე მეტი დასაქმდა ადგილობრივ ბიზნესსა და წარმოებაში.

გაეროს განვითარების პროგრამა 2007 წლიდან ხელს უწყობს საქართველოში პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემის დახვეწასა და განვითარებას. ჩვენი პროგრამების ხელშეწყობით, დაინერგა გადამზადების ახალი სისტემა, რომელმაც პროფესიული კოლეჯები ეკონომიკური საქმიანობის მამოძრავებელ ძალად აქცია.    

2010 წელს, გაეროს განვითარების პროგრამის რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავდა ახალი კანონმდებლობა პროფესიული განათლებისა და გადამზადების შესახებ.

ფერმერების საკონსულტაციო-საინფორმაციო მომსახურება

Alt text for imageიზოლდა ქიტესაშვილი უკვე რამდენიმე წელია სარგებლობს ექსტენციის ცენტრის დახმარებით. ნოემბერი 2011. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

დღეს საქართველოში საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურებით - ანუ ექსტენციით, 2 ათასზე მეტი ფერმერი სარგებლობს. ექსტენციის ცენტრები პროფესიული კოლეჯების ბაზაზე გაიხსნა, რაც კონსულტაციის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს.

ექსტენციის ცენტრების მეშვეობით ფერმერები იღებენ ინფორმაციას  უახლესი სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების და ბიზნესის წარმოების შესახებ.

2012 წელს გაეროს განვითარების პროგრამის წარმატებული პროექტების შედეგად, სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის ჩამოყალიბება შევიდა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო სტრატეგიაში. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით გაიხსნა ექსტენციის ექვსი ცენტრი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

UNDP მსოფლიო

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი

ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი