წყალდიდობის მართვა მდინარე რიონის აუზში

ნაპირდაცვითი სამუშაოები საჯავახოში. 2015წ. ფოტოს ავტორი: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP
ნოდარ ხაბეიშვილი, საჯავახოს მაცხოვრებელი. 2015წ. ფოტოს ავტორი: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

რიონის პირას განლაგებული სოფლის - საჯავახოს მაცხოვრებლები იმედით აკვირდებიან სოფელში მიმდინარე ნაპირდაცვით სამუშაოებს. ფლეთილი ლოდების მეშვეობით ივსება მდინარის მიერ გამორეცხილი ნაპირები, მიმდინარეობს წყალმოვარდნების შედეგად გამორეცხილი ნიადაგის  აღდგენა ხუთ მეტრამდე სიგანით რიონის კალაპოტის სიღრმეში, თავის პირვანდელ მდგომარეობას უბრუნდება სოფელსა და მდინარეს შორის მანამდე არსებული საზღვრები. 

აქცენტები

  • რიონის აუზი წყალდიდობის ყველაზე მაღალი რისკის მქონე ტერიტორიაა საქართველოში.
  • ექვსი მუნიციპალიტეტის 200 ათასამდე მაცხოვრებელი წყალდიდობის მუდმივი საფრთხის წინაშე იმყოფება.
  • საქართველოს მთავრობის, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ადაპტაციის ფონდის პროექტი ხელს უწყობს წყალდიდობის მართვის მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკის დანერგვას მდინარე რიონის აუზში.

„ჩვენთვის  წყალდიდობა მუდმივი საფრთხეა. ზოგიერთ ადგილას მდინარის კალაპოტსა და ეზოებს შორის მიწის ორ ან სამმეტრიანი მონაკვეთიღაა დარჩენილი,“ ამბობს საჯავახოს მაცხოვრებელი, ნათელა ხარებავა. 

ნაპირდაცვითი სამუშაოების შედეგად სოფელი უფრო საიმედოდ იქნება დაცული რიონის პერიოდული ადიდებისაგან. გარდა ამისა, ადგილობრივი მოსახლეობა მიიღებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ შეამციროს წყალდიდობის საფრთხე ხელმისაწვდომი და ადვილად განხორციელებადი მეთოდებით, მაგალითად, ბიოინჟინერიის მეშვეობით. 

„აღმოჩნდა, რომ ჩვენ თავად შეგვიძლია ჩვენი სახლების დაცვა, თუ ნაპირებზე ღრმაფესვიან ბუჩქებს ან თხილს მოვაშენებთ, გავაკეთებთ თხრილებსა და ტერასებს“, - ამბობს ნოდარ ხაბეიშვილი, რომელიც 2015 წლის ნოემბერში დაესწრო საინფორმაციო შეხვედრას ბიოინჟინერიის შესახებ.

„ადრე არაფერი ვიცოდით ამ მეთოდების თაობაზე. ვცდილობდით, მდინარის ნაპირი ბადეებითა და ცემენტით გაგვემაგრებინა, მაგრამ შედეგს ვერ მივაღწიეთ. აგრომეტყევეობა უკეთესი და უფრო გრძელვადიანი გამოსავალია“.

ნოდარ ხაბეიშვილი, საჯავახოს მაცხოვრებელი. 2015წ. ფოტოს ავტორი: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP
ახალი მეტეოროლოგიური სადგური ქუთაისის მახლობლად. ფოტო: ანკა გუჯაბიძე/UNDP

ნაპირდაცვითი სამუშაოები საჯავახოში სრულდება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ადაპტაციის ფონდის მხარდაჭერით. მათი ერთობლივი პროექტი ეხმარება მდინარე რიონის აუზში განლაგებულ სოფლებს და ხელს უწყობს წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების მართვის მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკის დანერგვას.

შედეგები

  • მდინარე რიონის ტოპოგრაფიული შესწავლა და ჰიდრომეტეოროლოგიური საფრთხეების კვლევა.
  • ახალი კანონმდებლობის შემუშავება და არსებული კანონების დახვეწა.
  • დატბორვის ტერიტორიების ზონირების პოლიტიკის დანერგვა, ახალი სამშენებლო კოდებისა და ამინდის ინდექსზე დაფუძნებული წყალდიდობის დაზღვევის შემოღება, ადრეული გაფრთხილების თანამედროვე სისტემის შექმნა.
  • ადგილობრივ მოსახლეობასთან მუშაობა ბიოინჟინერიისა და აგრომეტყევეობის დანერგვის მიზნით.

2012 წლიდან მიმდინარე პროექტის წარმატება ეყრდნობა ადგილობრივი ვითარების საფუძვლიან კვლევას და ჰიდრომეტეოროლოგიური რისკების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას. 

პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელდა მდინარე რიონის  ტოპოგრაფიული შესწავლა და ჰიდრომეტეოროლოგიური საფრთხეების კვლევა. გარდა ამისა, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და ადაპტაციის ფონდი ხელს უწყობენ სტრუქტურული და არასტრუქტურული ზომების გატარებას წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების რისკის შემცირებისათვის - ახალი კანონმდებლობის შემუშავებას, არსებული კანონების დახვეწას, დატბორვის ტერიტორიების ზონირების პოლიტიკის დანერგვას, ახალი სამშენებლო კოდებისა და   ამინდის ინდექსზე დაფუძნებული წყალდიდობის დაზღვევის შემოღებას. ასევე მიმდინარეობს ადრეული გაფრთხილების თანამედროვე სისტემის შექმნა რიონის აუზისათვის, რომელიც მომავალში მსგავსი საფრთხეების მქონე სხვა რეგიონებშიც დაინერგება.  

თუმცა პროექტის ძირითადი საქმიანობა სწორედ რიონის აუზის 200 ათასამდე მაცხოვრებლის ინტერესებს უკავშირდება. 

„ჰიდრომეტეოროლოგიური საფრთხეების ინტენსიობამ განსაკუთრებით იმატა უკანასკნელი 20 წლის მანძილზე, რაც კლიმატის ცვლილების შედეგებს უკავშირდება.  ამ რისკების მართვისათვის საქართველომ უნდა შეიმუშავოს დატბორვის რისკის ქვეშ მყოფი ტერიტორიების განვითარების პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დაცვას და ამ ტერიტორიების ეკონომიკურ განვითარებას,“ - ამბობს ნინო ანთაძე, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი.

რიონის აუზის გამოცდილება, აქ შემუშავებული და გამოცდილი მოდელები შეიძლება დაინერგოს საქართველოს სხვა მდინარეების აუზებშიც, ყველგან, სადაც კლიმატის ცვლილების შედეგად იზრდება წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების რისკი და საფრთხე ექმნება ადგილობრივ მაცხოვრებლებს.   

2016 წლის თებერვალი

UNDP მსოფლიო

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი

ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი