რას ნიშნავს, იყო ფერმერი ქალი საქართველოში?

ფოტო: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

ნათელ და მზიან 15 ოქტომბერს კაჭრეთმა ტრადიციულად უმასპინძლა სოფლად მცხოვრებ ქალთა საერთაშორისო დღეს. დღესასწაულში მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტმა ქალმა ფერმერმა, რომელიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვიდა. სტუმრებისთვის გაიმართა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და კონცერტი, ხოლო დღესასწაულის მონაწილე ქალბატონებმა შეძლეს ერთმანეთთან გასაუბრება და გამოცდილების გაცვლა.

აქცენტები

  • საქართველოში ქალთა წარმომადგენლობა ადგილობრივ ხელისუფლებაში 12%-ს არ აღემატება.
  • სასოფლო საკარმოდამოებისა და მეურნეობების მხოლოდ 31%-ს სათავეში უდგას ქალი.
  • საქართველოს სოფლებში ქალები რეალურ პასუხისმგებლობას იღებენ თავისი ოჯახების კეთილდღეობაზე, მაგრამ კვლავაც ნაკლებად მიუწვდებათ ხელი რესურსებზე, ნაკლებ მონაწილეობას იღებენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

დღის მთავარი მოვლენა იყო კახეთის ფერმერ ქალთა ასოციაციის პირველი ყრილობა, რომელმაც ყველა წევრს მოუყარა თავი. ასოციაციამ წარმოადგინა თავისი ახალი ამბიციური სტრატეგია და განაცხადა, რომ სცილდება რეგიონის საზღვრებს და ამიერიდან საქმიანობას გააგრძელებს, როგორც საქართველოს ფერმერთა ქალთა ასოციაცია.  

გაეროს განვითარების პროგრამისათვის კახეთის ფერმერ ქალთა ასოციაციის წარმატება განსაკუთრებული ყურადღებისა და სიამაყის საგანია. სწორედ UNDP-იმ შვედეთის მთავრობამ  შეუწყეს ხელი ასოციაციის ჩამოყალიბებას 2013 წელს და მხარს უჭერდნენ მის განვითარებას ორი წლის მაძილზე. 

ჰელენ კლარკი კახეთის ფერმერთა ქალთა ასოციაციის პირველ წევრებთან ერთად. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

UNDP-ის ადმინისტრატორი, ჰელენ კლარკი, შეხვდა ახლად დაარსებული ასოციაციის წევრების 2013 წლის თებერვალში, საქართველოში თავისი ვიზიტის დროს. მაშინ ასოციაცია სულ შვიდ წევრს ითვლიდა, შვიდ გამბედავ ქალბატონს დიდი გეგმებითა და მცირე რესურსებით. ჰელენ კლარკმა მათ შემართება და სიმამაცე უსურვა და დაარწმუნა, რომ ყველა ჩანაფიქრის ასრულებას შეძლებდნენ.

ირინა ფხოველიშვილი, ასოციაციის თავმჯდომარე, ახლაც იხსენებს იმ დროს, როგორც დიდი გამოწვევებისა და იმედების პერიოდს:

„პასუხისმგებლობას არ შევუშინებივართ. შვიდნი ვიყავით, მაგრამ ვიცოდით, რომ ყველაფერს  შევძლებდით. მას შემდეგ ორი წელია გასული და ასოციაციის წევრთა რიცხვმა უკვე 180-ს მიაღწია. რაც უფრო მეტნი ვართ, მით უფრო იზრდება ჩვენი ძალა და ეფექტურობა“.

შომბი შარპი:

  • „ქალები კვლავაც აწყდებიან გაუმართლებელ წინააღმდეგობას თავის მცდელობაში მონაწილეობა მიიღონ ეკონომიკურ და პოლიტიკურ საქმიანობაში. ფერმერ ქალთა ასოციაცია იმის მაგალითია, რომ ამ წინააღმდეგობის დაძლევას დადებითი შედეგი მოაქვს ყველასთვის - როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის“.

საქართველოს სოფლებში ქალები ხშირად რეალურ პასუხისმგებლობას იღებენ თავისი ოჯახების კეთილდღეობაზე, მამაკაცებთან თანაბრად, უფრო მეტად თუ არა ჩართულები არიან სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში. მიუხედავად ამისა, ქალებს კვლავაც ნაკლებად მიუწვდებათ ხელი რესურსებზე, ნაკლებ მონაწილეობას იღებენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ქალთა წარმომადგენლობა ადგილობრივ ხელისუფლებაში 12 პროცენტს არ აღემატება. სასოფლო საკარმოდამოებისა და მეურნეობების მხოლოდ 31 პროვენტს სათავეში უდგას ქალი.  

ფერმერ ქალთა ასოციაციის მსგავსი გაერთიანებები ნათელი მაგალითია, თუ რისი მიღწევა შეუძლიათ ქალებს მამაკაცებთან თანასწორი შესაძლებლობების პირობებში. 

ირინა ფხოველიშვილი და შომბი შარპი მიმართავენ ფერმერ ქალთა ყრილობას. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

UNDP-ის ხელმძღვანელის მოადგილის, შომბი შარპის, სიტყვებით:

„ქალები კვლავაც აწყდებიან გაუმართლებელ წინააღმდეგობას თავის მცდელობაში მონაწილეობა მიიღონ ეკონომიკურ და პოლიტიკურ საქმიანობაში. ეს ხელს უშლის საზოგადოებას და სახელმწიფოს ბოლომდე გამოავლინოს თავისი პოტენციალი, განვითარებისათვის გამოიყენოს ცოდნისა და უნარების უზარმაზარი რესურსი. ფერმერ ქალთა ასოციაცია იმის მაგალითია, რომ ამ წინააღმდეგობის დაძლევას დადებითი შედეგი მოაქვს ყველასთვის - როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის“.

ირინა ფხოველიშვილი:

  • "მზად ვართ, ვისაუბროთ მთელი საქართველოს ფერმერი ქალების სახელით“.

ასოციაციის საქმიანობა მიზნად ისახავს ფერმერ ქალთა ხელშეწყობას, მათი ცოდნისა და განათლების გაზრდას, საკუთარი თავის რწმენისა და თავდაჯერებულობის ამაღლებას.

გასული ორი წლის მანძილზე, ასოციაცია მუდმივად ატარებდა ტრენინგებს თავისი წევრებისათვის, ეხმარებოდა, მონაწილეობა მიეღოთ სხვა ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ სასწავლო პროგრამებში. ასოციაციამ მოაწყო შვიდი სადემონსტრაციო ნაკვეთი, სადაც მიმდინარეობს ახალი სასოფლო-სამეურნეო კულტურების დანერგვა და ფერმერობის ინოვაციური მეთოდების გამოცდა. გარდა ამისა, ასოციაციის წევრები იღებენ რჩევასა და კონსულტაციას, დახმარებას ბიზნეს წინადადებების შედგენისა და ბანკებსა და მიკროსაფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობის საკითხებში. 

იმის გათვალისწინებით, რომ სოფლის მეურნეობის რეალური განვითარება შეუძლებელია კარგი კანონების გარეშე, ასოციაცია ცდილობს ჩაერთოს კანონშემოქმედების პროცესშიც, თავისი აზრი გამოხატოს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მიწის რეგისტრაცია და მფლობელობა, ფერმერისა და ინვესტორის იურიდიული სტატუსი.

ფერმერი ქალები დარწმუნებულები არიან, რომ ძლიერი სოფლის მეურნეობა ხელს შეუწყობს საქართველოს წინსვლას. გაეროს გნვითარების პროგრამაში ჩვენ სავსებით ვეთანხმებით მათ ამ საკითხში. ფერმერ ქალებს ასევე სჯერა, რომ ქალთა თანასწორი მონაწილეობის გარეშე ქვეყანა ვერასდროს იქნება წარმატებული. UNDP აქაც მათთან სოლიდარულია.

სწორედ ამიტომ ჩვენ მომავალშიც შევუწყობთ ხელს ფერმერ ქალთა ასოციაციას, დავეხმარებით ეროვნულ ასპარეზზე გასვლაში და მხარს დავუჭერთ ამ საოცარ ქალებს ჩვენი ქვეყნის მშენებლობაში. 

ირინა ფხოველიშვილის სიტყვებით:

„ჩვენ კარგად ვიცით, რა სჭირდება ფერმერ ქალებს, იმიტომ რომ თავად ვართ ფერმერი ქალები. მზად ვართ, ვისაუბროთ მთელი საქართველოს ფერმერი ქალების სახელით“.

ოქტომბერი 2015

UNDP მსოფლიო

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი

ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი