რა სურთ ქართველებს

კვლევა „ჩემი სამყარო“ საქართველოში

სტუდენტი ანუკი მოსიაშვილი მონაწილეობას იღებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ
ფოტოს ავტორი: დავით ხიზანიშვილი/UNDP

ყოველი ჩვენთაგანი ერთხელ მაინც დაფიქრებულა უკეთეს სამყაროზე. ყველას ჩვენი წარმოდგენა გვაქვს იმაზე, თუ რა არის საჭირო ჩვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლისათვის. სუფთა ჰაერი და მწვანე გარემო? თანაბარი პირობები ყველასთვის? შიმშილისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრა?

აქცენტი

  • ხარისხიანი განათლება ქართველებისათვის მთავარი პრიორიტეტია.
  • საქართველოს მოქალაქეების პრიორიტეტების პირველ ხუთეულში განათლებასთან (78%) ერთად შედის დასაქმება, (71%), ჯანდაცვა (66%), დანაშაულისა და ძალადობისგან დაცვა (51%) და კარგი მმართველობა (49%).
  • მონაცემები შეგროვდა ფოკუს ჯგუფების, ვებ გვერდისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების მეშვეობით.

2013 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გადაწყვიტა, მსოფლიოს მოსახლეობისათვის სწორედ ეს კითხვა დაესვა. „MY World/ჩემი სამყარო“ არის უპრეცედენტო გლობალური გამოკითხვა, რომელიც მსოფლიოს 194 ქვეყანაში ტარდება. მისი მონაწილეები ირჩევენ  პრიორიტეტებს, რომელიც მნიშვნელოვანია პირადად მათთვის და მათი ოჯახებისათვის. მილიონობით ადამიანის პასუხების საფუძველზე იქმნება სამყაროს სურათი, რომელიც ასახავს მისი მაცხოვრებლების საჭიროებებსა თუ გამოწვევებს. დღეისათვის 1 მილიონზე მეტმა ადამიანმა უკვე გააკეთა არჩევანი.

UNDP Georgia MY Worldფოტოს ავტორი: დავით ხიზანიშვილი/UNDP

საქართველო ჩაერთო გამოკითხვაში 2013 წლის ზაფხულში. მასშტაბური საინფორმაციო კამპანია გაიმართა უნივერსიტეტების, არასამთავრობო და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობით, ხოლო გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ყველა რეგიონის,დიდი ქალაქებისა თუ პატარა სოფლების მაცხოვრებლებმა.

გამოკითხვა კვლავ გრძელდება, თუმცა პირველადი მონაცემები უკვე ცნობილია.

ხარისხიანი განათლება ქართველებისათვის მთავარი პრიორიტეტია. როგორც გამოკითხვის ერთ-ერთი მონაწილე, ნინო კაპანაძე ამბობს, კარგი განათლება ყოველი ადამიანის წარმატების,საზოგადოებასთან და სახელმწიფოსთან ურთიერთობის საწინდარია. ხოლო განათლების ნაკლებობა აფერხებს ქვეყნის პროგრესსა და განვითარებას.

 ფოტოს ავტორი: დავით ხიზანიშვილი/UNDP

„როდესაც “ჩემი სამყაროს“პრიორიტეტების სიას გადავხედე, ვიფიქრე, რომ ყოველი მათგანი თანაბრად მნიშვნელოვანია. თუმცა, განათლება მაინც პირველ ადგილზეა ქვეყნის კეთილდღეობის, განვითარებისა და ზრდის საქმეში“, - ამბობს ნინო.

პირველადი შედეგების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეების პრიორიტეტების პირველ ხუთეულში განათლებასთან (78%) ერთად შედის დასაქმება, (71%), ჯანდაცვა (66%), დანაშაულისა და ძალადობისგან დაცვა (51%) და კარგი მმართველობა (49%).

„ჩემი პრიორიტეტია პასუხისმგებლიანი მთავრობა, რომელიც მუშაობს ხალხისთვის, უსმენს მას, ასრულებს დანაპირებს, არის პროფესიონალური და პატრიოტული, უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას და ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესებას“, - ამბობს ანუკი მოსიაშვილი, სტუდენტი თბილისიდან.

გამოკითხვის მეთოდოლოგია საშუალებას იძლევა გამოვლინდეს რეგიონული განსხვავებები პრიორიტეტებს შორის. მაგალითად,  სამცხე ჯავახეთის მოსახლეობა უპირატესობას ანიჭებს ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორობას. მთიან რაჭა-ლეჩხუმში ტელეფონი, ინტერნეტ კავშირი და გზები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი კვლევის პროცესში. საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, ერთ-ერთმა პირველმა მიიღო მონაწილეობა გამოკითხვაში და აირჩია საკუთარი პრიორიტეტები. „ჩემი სამყაროს“ შედეგები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ პირველად, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, მიმდინარეობს საქართველოს განვითარების ეროვნული სტრატეგიის შემუშავება.

კვლევა „ჩემი სამყარო“ უნიკალური შანსია როგორც მსოფლიოს მაცხოვრებლებისათვის, ასევე პოლიტიკური ლიდერებისათვის. მან შექმნა ორმხრივი ურთიერთობის პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია აზრების გაცვლა მომავალი ათწლეულის განვითარების სტრატეგიაზე და უშუალო კონტაქტი მსოფლიო ლიდერებთან. ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევის პროცესი თანდათან დასასრულს უახლოვდება, ხოლო „ჩემი სამყაროს“ შედეგები აისახება უკვე შემდგომი განვითარების გეგმებში.

გამოკითხვა გრძელდება. თუ ჯერ კიდევ არ აგირჩევიათ თქვენი პრიორიტეტები, ეწვიეთ ვებ გვერდს http://myworldgeorgia.org და ხმა მიეცით სამყაროს თქვენეულ ხედვას.

ოქტომბერი 2013

UNDP მსოფლიო

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი

ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი