საქართველო გენდერული თანასწორობის შესახებ კანონს იღებს

UNDP Georgia children
ბავშვების ნახატები ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის კონკურსისათვის. დეკემბერი 2010. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

2010 წლის მარტში საქართველომ მიიღო კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ, რაც გაეროს განვითარების პროგრამის 5 წლიანი კამპანიის “სამხრეთ კავკასიაში ქალების გაძლიერებისთვის” პირდაპირი პროდუქტია.
2004 წლიდან მოყოლებული, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო და გაეროს განვითარების პროგრამა ერთად იღწვიან ქალთა სტატუსის გაუმჯობესებისთვის საქართველოში, რაც ათასწლეულის განვითარების ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს.

ამ თვალსაზრისით, გაეროს განვითარების პროგრამამ მხარდაჭერა აღმოუჩინა ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების კამპანიების ჩატარებაში. კამპანიის უმთავრესი მიზანი მოსახლეობის ჩართულობა და ინფორმირებულობის ზრდა იყო. კამპანია ითვალისწინებდა მთავრობასთან კონსულტაციას, სხვადასხვა სახის ღონისძიებების ჩატარებას: ჟურნალისტების შეჯიბრებები, გენდერ-სენსიტიური ბიზნესების დაჯილდოვება, არასამთავრობო ორგანიზაციების ტრეინინგები, გამოფენები, ფილმის ჩვენებები.

5 წლიანი კამპანია მოიცავდა საქართველოს სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ასპექტებს.
ამასთან ერთად, გაეროს განვითარების პროგრამამ განახორციელა სიღმისეული კვლევა გენდერთან დაკავშირებული პოლიტიკის საკითხების და შეისწავლა გენდერული ტენდენციები ჯანდაცვაში, განათლებასა და შრომის ბაზარზე.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, გაეროს განვითარების პროგრამამ, გაეროს სხვა სააგენტოებთან ერთად, გენდერული თანასწორობა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადა. ომის შემდეგ, ერთ-ერთი აღდგენითი პროექტი იყო გენდერული თანასწორობის რესურს ცენტრის და ცხელი ხაზის ამუშავება შიდა ქართლის რეგიონში.
ეს ყველაფერი წარმოადგენს გაეროს განვითარების პროგრამის ძალისხმევის ნაწილს, გამართოს საზოგადოებრივი დისკუსია, მხარი დაუჭიროს საქართველოს მთავრობას ისეთი პოლიტიკის გატარებაში, რომელიც გენდერულ თანასწორობას უზრუნველყოფს.

UNDP მსოფლიო

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი

ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი