ქალთა ხმა საქართველოს პარლამენტში

19 ივლისი 2017

ფოტოს ავტორი: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP ფოტოს ავტორი: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

საკონფერენციო ოთახის კუთხეში ვზივარ და თვალს ვერ ვაშორებ ერთმანეთისაგან განსხვავებული ასაკისა და საქმიანობის მქონე ქალებს, რომლებიც გულდასმით უსმენენ საქართველოში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ  ჩატარებული კვლევის შედეგების წარდგენას. ამ ოთახში თავმოყრილ კაცებსა და ქალებს ერთი მიზანი აერთიანებს - თანასწორობა  და თავისუფალი არჩევანი.

საქართველოში ქალთა პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენა ბევრ დაბრკოლებას უკავშირდება. ქვეყანაში, რომელიც სწრაფი და შეუქცევადი ტემპით ვითარდება, ქალებს ჯერ კიდევ უამრავი ბარიერისა და სტერეოტიპის გადალახვა უწევთ პოლიტიკური არენის დასაკავებლად.

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით 2017 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქართველები პოლიტიკას „ბინძურ“ და „უხეშ“ საქმედ მიიჩნევენ, ქალს კი სუსტ არსებად, რომელიც ასეთ გარემოს ვერ გაუძლებს. ეს შედეგები ეხმიანება 2013 წელს ასევე გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ ჩატარებულ სხვა კვლევას, რომელიც გენდერული თანასწორობის მიმართ საზოგადოებრივ დამოკიდებულებას სწავლობდა. ორივე კვლევის დასკვნები მოწმობს, რომ საზოგადოებრივი მენტალიტეტი წლებია არ შეცვლილა და თავად ქალებიც კი ეჭვქვეშ აყენებენ ქალი პოლიტიკოსების ძალასა და შესაძლებლობებს. 

“ამ პრობლემის გარშემო ერთსულოვნების ნაკლებობაა”, - ამბობს მაკა მეშველიანი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გენდერული თანასწორობის პროექტის ხელმძღვანელი.   

“საქართველო პატრიარქალური საზოგადოებაა, სადაც ქალის როლი შეზღუდულია და საოჯახო საქმიანობამდეა დაყვანილი, ხოლო პოლიტიკურ არენას მხოლოდ მამაკაცები იკავებენ.”

2017 წლის თვითმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ქალებისა და მათი პოლიტიკური როლის შესახებ მსჯელობა სულ უფრო აქტუალური ხდება. განვლილი 20 წლის მანძილზე ქალთა რაოდენობა საქართველოს პარლამენტში 16 პროცენტზე მეტი არ ყოფილა, რაც საგანგაშოდ დაბალი მაჩვენებელია.

საბედნიეროდ, მდგომარეობა არც ისე სავალალოა, როგორ  ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს. 2013 წლის შემდეგ საქართველოს პარლამენტში ქალთა რაოდენობა 3 პროცენტით გაიზარდა. ეს გრძელვადიანი თანმიმდევრული ცვლილების წინაპირობაა, რომელიც საქართველოს პოლიტიკაში ქალთა როლისა და მნიშვნელობის დამკვიდრებით უნდა დასრულდეს.

სოფო ქაცარავა, საქართველოს პარლამენტის წევრი პოლიტიკური პარტიიდან „ქართული ოცნება“ და საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავჯდომარე, იხსენებს შემთხვევებს, როდესაც ქალებს “ჰქონდათ შესაძლებლობა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო მისი გამოყენება ვერ გაბედეს“. სოფოს აზრით, გენდერული უთანასწორობის ამ „უხილავი კედლის დასამსხვრევად“ ქალებმა ყველა სტერეოტიპი და დაბრკოლება გვერდზე უნდა გადადონ. მათ ასევე მოუწევთ იმ ცრუ წარმოადგენის დავიწყება, რომ ქალები პოლიტიკურ სამყაროში შესვლას თავს არიდებენ, რადგან დაუნდობელი მოპყრობის ეშინიათ. სწორედ ამ შიშთან დაპირისპირება და მისი დაძლევა საუკეთესო მოტივაციაა სტერეოტიპების დასამსხვრევად და საკუთარი თავის დასამკვიდრებლად.

თინა ბოკუჩავამ, საქართველოს პარლამენტის წევრმა პოლიტიკური პარტიიდან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და პარლამენტის გენდერული  თანასწორობის საბჭოს წევრმა, ჩემთან საუბარში საინტერესო საკითხი წამოჭრა:

“ქალებმა გადაწყვეტილებები შეგნებულად უნდა მიიღონ და არა საზოგადოების გავლენითა და ზეწოლით”.

განსხვავებული პოლიტიკური ხედვების მიუხედავად, სწორედ ეს ორი ახალგაზრდა პოლიტიკოსი წარმოადგენს საქართველოს პოლიტიკის ახალ ტალღას, რომელიც გენდერული თანასწორობის ხელისშემშლელი სტერეოტიპების დამსხრევას ისახავს მიზნად.        

“ყველა მიღებული გადაწყვეტილება, ყველა ცვლილება - დიდი თუ მცირე, უკვე მიღწევაა”, - ამბობს სოფო ქაცარავა.

საქართველოს საზოგადოებამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ქალთა პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვა აუცილებელია. მოსახლეობის 54 პროცენტი მზადაა მეტი ქალი იხილოს პოლიტიკაში და თვლის, რომ ქალთა პოლიტიკური აქტიურობა ქვეყნისათვის სასარგებლოა.

თუ ჩვენ ხელს შევუწყობთ ამ ახალ კოლექტიურ აზროვნებას, საქართველოს ქალები დაგვიმტკიცებენ მათ შესაძლებლობებს ისეთი სოციალური პრობლემების გადაწყვეტაში, როგორიცაა განათლება, ჯანდაცვა, სიღარიბე და ბევრი სხვა საკითხი, რომელიც ამჟამად ჩრდილშია მოქცეული.

ამ მიზნის მისაღწევად გასავლელი გზა ჯერ კიდევ გრძელი და რთულია, მაგრამ ყველაფერი მცირე ნაბიჯით იწყება და საქართველომ ეს პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა. 

 

UNDP მსოფლიო

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი

ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი