რა მოხდება, თუ ნაგავი სიმწვანეზე მეტი იქნება?

12 ივლისი 2017

10 წლის ანასტასია კვაშილავა მდგრადი განვითარების მიზნების გრაფიკული კონკურსის გამარჯვებულია. 10 წლის ანასტასია კვაშილავა მდგრადი განვითარების მიზნების გრაფიკული კონკურსის გამარჯვებულია.

“როდესაც ნაგავი სიმწვანეზე მეტი იქნება, შეიძლება ამან დიდი ცვლილება გამოიწვიოს, რაც ძალიან ცუდია ჩვენთვისაც და ჩვენი პლანეტისთვისაც,” - ამბობს ანასტასია.

იმდენად სერიოზულია, რომ ცხოვრებისეული გამოცდილებით აღჭურვილი ზრდასრულის სულელური ღიმილი უმალ მიქრება სახიდან.

ანასტასია კვაშლავა 10 წლისაა, მაგრამ უკვე ისეთ საკითხებზე ფიქრობს, როგორიცაა გარემოს დაბინძურება და ნარჩენების მართვა. მის მიერ შექმნილი პოსტერი მდგრადი განვითარების მე-12 მიზანს - მდგრად მოხმარებასა და წარმოებას ასახავს და გრაფიკული კონკურსის გამარჯვებულია, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) 2017 წლის გაზაფხულზე გამოაცხადეს.

კონკურსს საკმაოდ ბევრი მონაწილე, მათ შორის პროფესიული ფოტოხელოვანი და დიზაინერი, გამოეხმაურა, მაგრამ ყველა სხვა ნამუშევარს შორის ანასტასიას პოსტერი თავისი გულწრფელობითა და უშუალობით გამოირჩევა. 

“აქ პატარა გოგოა დახატული, რომელიც ნაგვის გროვაზე ზის. ეს ნიშნავს, რომ, როდესაც ჩვენ ნაგავს ვყრით, არ ვფიქრობთ გარემოზე და პლანეტაზე. იმაზე მაინც უნდა ვიფიქროთ, რა გარემოში მოუწევს ცხოვრება მომავალ თაობას და ჩვენს შვილებს“, - მეუბნება ანასტასია.

ამ განცხადების შემდეგ ფრთხილად ვეკითხები, მართლა თუ ფიქრობს თავის მომავალ შთამომავლობაზე.

“არა, არ ვფიქრობ”, - მპასუხობს, ამჯერად უკვე ღიმილით. “მაგრამ ჩემს მეგობრებზე, ახლობლებზე და სხვა ადამიანებზე ვფიქრობ.  ყველაფერზე უნდა ვიფიქრო, რასაც ნაგვის გადაყრა ზიანს აყენებს, არა?”

საკუთარ თავზე და ყველა დანარჩენზე ფიქრი მდგრადი განვითარების მიზნების, ალბათ, ყველაზე კარგი განმარტებაა, რაც ოდესმე მსმენია. ვხვდები, რომ ბავშვებს ჩვენზე უკეთ ესმით მისი მნიშვნელობა, რადგან მდგრადი განვითარების მრავალმხრივ კონცეფციას სრულიად ბუნებრივად ბედნიერ ცხოვრებას უკავშირებენ.

ანასტასიას პოსტერს გრძელი გზა უწერია. 2017 შემოდგომაზე ის მდგრადი მოხმარებისა და წარმოების ინფორმაციული კამპანიის ვიზუალური სიმბოლო გახდება. ამ კამპანიით გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში ნარჩენების მდგრად მართვასა და მწარმოებელთა პასუხისმგებლობის პრინციპის დანერგვას შეუწყობს ხელს.

2017 წლის ოქტომბერში, ანასტასიას მდგრადი განვითარების მიზნების ფორუმზე მოვიწვევთ. ფორუმი თავს მოუყრის გრაფიკული კონკურსის გამარჯვებულებს და ასევე ყველას, ვინც საქართველოს წინსვლას მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას უკავშირებს.

იმედი მაქვს, რომ ერთად მივაგნებთ ჩვენი პრობლემების გადაჭრის ინოვაციურ, გონიერ და გარემოსათვის უსაფრთხო გზებს. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ მომავალს მომზადებულები დავხვდეთ და ანასტასიას პოსტერზე გამოსახული გოგონას მოლოდინი არ გავაწბილოთ.

მდგრადი განვითარების მიზნების ფოტო and პოსტერების კონკურსების შედეგები იხილეთ ჩვენი პარტნიორის, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ფეისბუკ გვერდზე.    

UNDP მსოფლიო

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი

ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი