გახსოვდეს წარსული, უსმინე მომავალს
30 მარტი 2016

2016 წლის გაზაფხულზე საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ ესეების კონკურსში „ჩემი რუსთაველი“. კონკურსის მონაწილეები ახლებურად გაიაზრებენ ერთიანობისა და თანასწორობის, მათ შორის გენდერული თანასწორობის იდეას, რომელიც ჯერ კიდევ რუსთაველის დროს განაპირობებდა საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სიძლიერეს და სახელმწიფოს ეფექტიან მმართველობას.
კონკურსის ორგანიზატორები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო საქართველოს უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით.
ჩვენი ამერიკელი ინტერნი - ეიფრილ გორდონი დაინტერესდა ამ ინოვაციური კამპანიის იდეით და საკუთარი მოსაზრებები გაგვიზიარა ბლოგში Revisiting the Past, Listening to the Future.