სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა აჭარაში
მიმოხილვა
სოფლის მეურნეობის მდგრადი სისტემა და სოფლის განვითარება საქართვლოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა და სტრატეგიული ამოცანაა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა გამოირჩევა აგრარული ბიო მრავალფეროვნებით და მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, სოფლის მეურნეობა კვლავაც რჩება ეკონომიკის ნაკლებად კონკურენტუნარიან სექტორად.
2013-2016 წლებში საქართველოში ხორციელდებოდა სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პროგრამა - ევროპის სამეზობლო პოლიტიკის პროგრამა სოფლის მეურნეობისათვის და სოფლის განვითარებისათვის (ENPARD), რომელიც მიზნად ისახავდა ფერმერების სელშეწყობას, სოფლის მეურნეობის მდგრადი პრაქტიკის შემოღებას, კოოპერატივების ჩამოყალიბების წახალისებასა და მხარდაჭერას და ეროვნული სააგენტოების გაძლიერებას.
გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და აჭარის მთავრობის მიმდინარე პროექტი ეყრდნობა ENPARD-ის პირველი ფაზის მიღწევებს და მიზნად ისახავს აჭარის რეგიონული განვითარების სტრატეგიის შესრულებასა და მცირე ფერმერების მხარდაჭერას რეგიონში.
რას ვაკეთებთ
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის მთავრობასთან და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს უწყობს აჭარის რეგიონული განვითარებისა და სოფლის მეურნეობის სტრატეგიების განხორციელებასა და მხარს უჭერს ადგილობრივ ფერმერებს წარმატებული და მომგებიანი მეურნეობების მართვაში.
მოსალოდნელი შედეგები
- სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის ცენტრების მომსახურებების გაფართოება და ხარისხის გაუმჯობესება.
- ბიზნესზე ორიენტირებული მცირე ფერმერების ჯგუფების, ასოციაციების, კოოპერატივების მხარდაჭერა.
- ფერმერებისა და კოოპერატივების გაზრდილი პროდუქტიულობა და კომერციული ეფექტურობა.
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაძლიერება სოფლის მეურნეობის სტრატეგიის და შესაბამისი პროგრამების შესასრულებლად.
ვინ აფინანსებს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტრო | US$ 530,395.76 |
დახარჯული თანხა
2016 |