ფორმალური და არაფორმალური პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემის დაკავშირება დასაქმების ბაზართან

მიმოხილვა

 ფოტოს ავტორი: დარო სულაკაური/UNDP

წინამდებარე პროექტის მიზანია პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემის თანხვედრაში მოყვანა საქართველოს დასაქმების ბაზრის მოთხოვნებთან და განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა ზრდასრული მოსახლეობისათვის. 

პროექტი განხორციელდა 2015 - 2017 წლებში ევროკავშირის დაფინანსებითა და  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, პროფესიულ კოლეჯებთან და გადამზადების ცენტრებთან მჭიდრო თანამშრომლობით.  

რას ვაკეთებთ

პროექტის საქმიანობა ორ ძირითად სფეროს მოიცავდა - პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემური რეფორმის ხელშეწყობა და სიცოცხლის მანძილზე ფორმალური და  არაფორმალური სწავლების პრაქტიკული უპირატესობების ჩვენება.   

შედეგები



 ფოტოს ავტორი: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP
  • პროექტის ფარგლებში შემუშავდა შეფასების მექანიზმები, მასწავლებელთა სახელმძღვანელოები და პრაქტიკული სწავლებისათვის განკუთვნილი მასალები.
  • მესტიისა და ჯვრის კოლეჯებისა და აგარას საჯარო სკოლის მასწავლებლებმა გაიარეს ტრენინგი პროფესიული განათლებისა და გადამზადების პროგრამების სწავლებაში.
  • მესტიის მუნიციპალიტეტში გაიხსნა პროფესიული განათლებისა და გადამზადების მობილური ცენტრი.
  • კოლეჯებში „ლაკადა“ (ჯვარი) და „თეთნულდი“ (მესტია) დაინერგა დისტანციური და ელ. სწავლების სქემები.
  • აგარას საჯარო სკოლაში დაინერგა პროფესიული სწავლებისა და გადამზადების პროგრამები.
  • საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით შემუშავდა სიცოცხლის მანძილზე სწავლების კონცეფცია.
  • დასაქმების ხელშეწყობის სქემების პოლიტირება განხორციელდა შიდა ქართლის რეგიონის ნიქოზის მუნიციპალიტეტში და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მესტიისა და წალენჯიხას მუნიციპალიტეტებში.  

ციფრები და ფაქტები

  • 210 ზრდასრულმა ადამიანმა - აქედან, 45 ქალმა, გაიარა პროფესიული ტრენინგი აგარას საჯარო სკოლასა და კოლეჯებში „ლაკადა“ (ჯვარი) და „თეთნულდი“ (მესტია). კურსდამთავრებულთა 90%-მა მიიღო სერტიფიკატი.
  • 252 დასაქმების მაძიებელი დარეგისტრირდა დასაქმების ხელშეწყობის სქემაში. აქედან, 81%-მა (204 ადამიანმა) გადაწყვიტა პროფესიული გადამზადების კურსის გავლა.
  • პროფესიული განათლებისა და გადამზადების კურსდამთავრებულთა 85%-მა (172 ადამიანმა) მიიღო პროფესიული სერტიფიკატი.
  • სერტიფიცირებულ კურსდამთავრებულთა 95%-მა (164 ადამიანმა) გაიარა დამსაქმებელთა და სერვისის მიმწოდებელტა გაერთიანებული კომისიის ვალიდაცია.
  • სერტიფიცირებულ კურსდამთავრებულთა 53%-მა (91 ადამიანმა) დაიწყო მუშაობა კურსის დასრულებისთანავე.

ვინ აფინანსებს

მთლიანი ბიუჯეტი US$ 607,163.93
ევროკავშირი US$ 547,054.64
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) US$   60,109.29

UNDP მსოფლიო

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი

ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი