საქართველოს პირველი ორწლიური განახლებული ანგარიში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიმართ

მიმოხილვა

 მდინარე რიონის ადიდების შედეგად დაზიანებული სანაპირო ზოლი. 2015. ფოტო: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

კლიმატის ცვლილების გავლენის შედეგად, ბოლო წლებში საქართველოში იმატა გვალვებმა და წყალდიდობებმა. გაეროს განვითარების პროგრამა ეხმარება საქართველოს მთავრობას, მოამზადოს პირველი ორწლიური განახლებული ანგარიში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიმართ. ეს დოკუმენტი დაეხმარება საქართველოს სათბური გაზების გამოფრქვევის ტენდენციების აღრიცხვასა და შემცირების გზების მოძიებაში.

ანგარიშის შემუშავების შედეგად საქართველო შესძლებს კლიმატის ცვლილების უარყოფითი გავლენის შერბილებისა და ადაპტაციისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას, შესაბამისი ფინანსური რესურსებისა და ტექნოლოგიების მოძიებას.

2016 წლამდე საქართველომ შეიმუშავა და წარადგინა სამი ეროვნული შეტყობინება გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიმართ, მესამე შეტყობინების მომზადება 2015 წლის დასაწყისში დასრულდა.

საქართველოს პირველი ორწლიური განახლებული ანგარიში მომზადდება მესამე ეროვნული შეტყობინების ფარგლებში მიღებული მონაცემებისა და რეკომენდაციების, აგრეთვე, საქართველოში მიმდინარე სხვა მსგავსი პროექტების შედეგების გათვალისწინებით. 2016 წელს დოკუმენტი წარედგინება გაეროს კონვენციას.

რას ვაკეთებთ

გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს უწყობს საქართველოს ანგარიშის მომზადებასთან დაკავშირებულ შემდეგ საკითხებში:

  • კლიმატის ცვლილების ფაქტორის ინტეგრირება ეროვნული და რეგიონალური განვითარების პოლიტიკაში.
  • ინსტიტუციური და ტექნიკური შესაძლებლობების გაზრდა.
  • პირველი ორწლიური ანგარიშის მომზადება.

შედეგები ამ დროისათვის



  • განახლდა ინფორმაცია ეროვნული გარემოებებისა და ინსტიტუციური მოწყობის შესახებ.
  • მომზადებისა და განახლების პროცესშია სათბური გაზების 2010-2011, 2012-2013 წლების ინვენტარიზაცია.
  • მომზადების პროცესშია რეკომენდაციები შერბილების ქმედებების და მათი შესაძლო ეფექტების შეფასების შესახებ. ასევე, ხელისშემშლელი  ფინანსური და ტექნოლოგიური შეზღუდვებისა და ხარვეზების იდენტიფიცირება, რის შედეგადაც მომზადდება ორწლიური ანგარიშის შესაბამისი თავები. 

ვინ აფინანსებს

გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF) US$ 352,000 

UNDP მსოფლიო

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი

ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი