გზა ბიოდეგრადირებადი შეფუთვისკენ საქართველოში. 2021

გზა ბიოდეგრადირებადი შეფუთვისკენ საქართველოში. 2021

24 February 2021

2018 წლიდან საქართველოში ეტაპობრივად ხორციელდება საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ხელს უწყობს მდგრად წარმოებასა და მოხმარებაზე გადასვლასა და ნარჩენების მდგრად მართვას.

2019 წლის აპრილიდან საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სისქის პლასტიკის და ოქსო დეგრადირებადი პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია. ქვეყნის ტერიტორიაზე დაშვებულია მხოლოდ სტანდარტის შესაბამისი ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.

აღნიშნულმა ცვლილებებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა შეფუთვისა და შესაფუთი მასალების სექტორზე, კერძოდ კი პლასტიკის პარკების წარმოებასა და იმპორტზე.

შედეგად, საგრძნობლად გაიზარდა შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანიების ინტერესი ბიოდეგრადირებადი მასალებისგან, მათ შორის, ბიოპლასტიკისგან წარმოებული შესაფუთი მასალებით.

2020 წლის ნოემბერში, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივით, გაიმართა სამუშაო შეხვედრა საქართველოში ბიოდეგრადირებადი შესაფუთი მასალებისა წარმოებისა და, ამ მხრივ ქართული ბიზნესის პერსპექტივების შესახებ.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს კერძო სექტორისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა და საერთაშორისო ექსპერტებმა.

შეხვედრაზე გამოთქმული მოსაზრებები და რეკომენდაციები თავმოყრილია წინამდებარე გამოცემაში „გზა ბიოდეგრადირებადი შეფუთვისკენ საქართველოში“.