პროფესიული განათლების სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი. 2020

პროფესიული განათლების სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი. 2020

4 June 2020

წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს პროფესიული განათლების სისტემაში მიმდინარე ტენდენციებისა და სისტემის უშუალო ბენეფიციარების (სტუდენტების) სოციალურ-ეკონომიკური მახასიათებლების სიღრმისეულ ანალიზს. მასში ასევე წარმოდგენილია ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები პროფესიული განათლების პოლიტიკის გამტარებლებისთვის.

ანგარიში მომზადებულია კვლევითი კომპანიის „ეისითის“ მიერ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტთან თანამშრომლობით გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ხელშეწყობით.