გამოკითხვა "ჩემი სამყარო" საქართველოში

English

pdf (1MB)

Download

გამოკითხვა "ჩემი სამყარო" საქართველოში

16 December 2008

2015 წელს დასრულდება ათასწლეულის განვითარების მიზნების თხუთმეტწლიანი ციკლი. მსოფლიომ უნდა გადაწყვიტოს, რა მიმართულებით სურს წასვლა მომავალში და რა პრიორიტეტები ექნება ახალ ათასწლეულს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, მსოფლიოს 190-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, ჩატარდა უპრეცედენტო გამოკითხვა „ჩემი სამყარო“, რომლის მიზანი იყო იმის გარკვევა, თუ როგორ სამყაროში სურთ ცხოვრება ადამიანებს და რა საკითხებია მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.

საქართველოში გამოკითხვა „ჩემი სამყარო“ მიმდინარეობდა 2013 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე. მასში მონაწილეობა მიიღო 10 ათასზე მეტმა ადამიანმა, ხოლო მონაცემები შეგროვდა ფოკუს ჯგუფების, ვებ გვერდისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების მეშვეობით.

გამოკითხვის ძირითადი შედეგები წარმოდგენილია წინამდებარე ანგარიშში.