ათასწლეულის განვითარების მიზნები საქართველოში 2014

ათასწლეულის განვითარების მიზნები საქართველოში 2014

5 August 2015

საქართველო, როგორც ათასწლეულის დეკლარაციის ხელმომწერი სახელმწიფო, პერიოდულად წარადგენს ანგარიშებს  ათასწლეულის განვითარების მიზნების განხორციელების შესახებ.

საბაზისო ანგარიში, რომელშიც გლობალური მიზნები მორგებულია საქართველოს განვითარების საჭიროებებზე, მომზადდა 2004 წელს. 2005 წელს საქართველომ წარადგინა ათასწლეულის განვითარების მიზნების განხორციელების პროგრესის ანგარიში. 2007 წელს მომზადდა ათასწლეულის განვითარების მიზნების ანგარიში თბილისისათვის.

წინამდებარე ანგარიში მომზადდა 2014 წელს, ათასწლეულის განვითარების მიზნების შესრულების ციკლის დასრულებამდე ერთი წლით ადრე. ანგარიში აღწერითი ხასიათისაა. მისი მიზანია საქართველოს მიღწევების შეფასება დასახული მიზნების შესრულების თვალსაზრისით.

ანგარიში ეყრდნობა 2000-2013 წლების მონაცემებს. 

Document Type
Regions and Countries