საქართველოს დაცული ტერიტორიების დაფინანსების შესაძლებლობათა ანალიზი. 2020

საქართველოს დაცული ტერიტორიების დაფინანსების შესაძლებლობათა ანალიზი. 2020

2 March 2021

წინამდებარე ანალიზი ასახავს არსებული და ახალი ფინანსური ინსტრუმენტების პოტენციალის კვლევის შედეგებს, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს დაცული ტერიტორიების შემოსავლების გენერირებას. მასში ძირითადი აქცენტი გაკეთებულია ადგილობრივ არატურისტულ რესურსებზე.

ანალიზი მოიცავს აღწერილობით სქემებს თითოეული შერჩეული პრიორიტეტისთვის, სამომავლო ნაბიჯების, პილოტირების ვარიანტებისა და სხვა მოქმედებათა ჩათვლით, რომლებიც განხორციელებისთვის მოსამზადებლად არის რეკომენდებული. ეს ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემოსავლების გენერირების უნარის მქონე პრიორიტეტული ფინანსური ინსტრუმენტების საპილოტე დანერგვის  ინვესტირებისთვის.

ანგარიში მომზადებულია დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გლობალური გარემოსდაცვით ფონდის (GEF), კავკასის ბუნების ფონდის (CNF), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელშეწყობით.