ახალგაზრდული კონფერენცია "ჩემი გარემო". 2014

ახალგაზრდული კონფერენცია "ჩემი გარემო". 2014

12 January 2016

პრეზენტაციები მომზადებულია ბორჯომის, წაღვერისა და ახალდაბის საჯარო სკოლების მოსწავლეების მიერ კონფერენცისათვის „ჩემი გარემო“, რომელიც ჩატარდა 2014 წლის დეკემბერში. 

ახალგაზრდა გარემოსდამცველები, რომლებიც, ამავდროულად, გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაარსებული ეკო-კლუბის წევრები არიან, თავის კვლევებში განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა ნარჩენების მართვა, ბიო-მრავალფეროვნება, წყლის უსაფრთხოება და ტყის დაცვა.

კონფერენცია ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.

მეტი ინფორმაციის მისაღებად, გადადით პროექტის გვერდზე: სოფლის მდგრადი განვითარება და გარემოს მიმართ პასუხისმგებლობა.

Regions and Countries