კლიმატის ცვლილება. ზეგავლენა. ადაპტაცია

კლიმატის ცვლილება. ზეგავლენა. ადაპტაცია

20 May 2021

წინამდებარე პუბლიკაციების ნაკრები წარმოადგენს საინფორმაციო ბროშურებს კლიმატის ცვლილების, სათბურის აირების და საადაპტაციო ღონისძიებების შესახებ და მოიცავს რამდენიმე ძირითად თემას:

  • კლიმატის ცვლილება, როგორც საყურადღებო რეალური პროცესი.
  • სათბურის აირებით გამოწვეული გლობალური დათბობა.
  • დარგები, რომლებსაც შეაქვთ წვლილი სათბურის აირების ემისიებში გლობალურ დონეზე.
  • ეკონომიკის დარგების წვლილი სათბურის აირების ემისიებში საქართველოში.
  • კლიმატის ცვლილების გავლენა სოფლის მეურნეობაზე და ტურიზმზე.
  • კლიმატის ცვლილების გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე.
  • საქართველოს მიერ გატარებული და დაგეგმილი შერბილების და ადაპტაციის ღონისძიებები.

საინფორმაციო ბროშურები მომზადებულია ორგანიზაციის Georgia’s Environmental Outlook (GEO) მიერ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ხელშეწყობით.