კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში

16 December 2020

წინამდებარე პუბლიკაციების ნაკრები წარმოადგენს ადაპტირებულ ინფორმაციას ბაღის აღსაზრდელების, სკოლის მოსწავლეების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების და დაინტერესებული პირებისთვის კლიმატის ცვლილების და მასთან დაკავშირებული კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ.

პუბლიკაციებში აღწერილია კლიმატის ცვლილებით განპირობებული შვიდი ძირითადი საფრთხე - წყალდიდობა, სეტყვა, გვალვა, მეწყერი, ძლიერი ქარი, ზვავი და ღვარცოფი, რომლებიც განსაკუთრებული რისკის შემცველია საქართველოსთვის.

პუბლიკაციები მომზადებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირება საქართველოში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის, შვედეთისა და საქართველოს მთავრობების დაფინანსებით.