შავი ზღვის სკივრი
შავი ზღვის სკივრი
18 January 2016
სახელმძღვანელო „შავი ზღვის სკივრი“ დამატებითი სასწავლო რესურსია, რომელიც განკუთვნილია შავი ზღვის ექვსივე ქვეყნის სკოლის მოსწავლეებისათვის. ამ სახელმძღვანელოს მეშვეობით, 9-დან 12 წლამდე მოსწავლეები ეცნობიან როგორც შავი ზღვის უნიკალურ ეკო-სისტემასა და ბიომრავალფეროვნებას, ასევე შავი ზღვის წინაშე არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს.
სახელმძღვანელო გამოცემულია გაეროს განვითარების პროგრამისა და კომპანიის „კოკა კოლა“ თანადაფინანსებული პროექტის „ყოველი წვეთი მნიშვნელოვანია“ ფარგლებში.