ქალები პოლიტიკურ პარტიებში: მითების მსხვრევა. 2017

ქალები პოლიტიკურ პარტიებში: მითების მსხვრევა. 2017

12 June 2017

წინამდებარე კვლევის მიზანია ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელის შემშლელი ფაქტორების შესწავლა და ამ სფეროში საქართველოში არსებული სოციალური მითების მსხვრევა.

კვლევის შედეგები ეყრდნობა საქართველოს საპარლამენტო პარტიების - “ქართული ოცნება”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, “ევ­როპული საქართველო”, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”, მართვის მაღალი და საშუალო რგოლის  წარმომადგენლებთან ატარებული გამოკითხვის შედეგებს. მონაცემები გამდიდრებულია პოლიტიკური პარტიების ქალი წევრებისა და აქტივისტების პირადი გამოცდილების აღწერით.     

კვლევა ჩაატარა არასამთავრობო ორგანიზაციამ „საფარი“ გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში.